სენტ მორიცში Kulm Hotel-ში კარსტენ ჰოლერის ახალ ნამუშევარს - ვარდისფერ კარუსელს მასპინძლობს. ‘’Pink Mirror Carousel’’ დამონტაჟებულია სასტუმროს ეზოში, საციგურაო მოედნის მიმდებარედ, რაც ალპური კურორტის გამორჩეულ გარემოს კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის. სარკისებური ზედაპირის კარუსელი როგორც ხელოვნების ნიმუში, ისე გასართობი და მედიტაციური ატრაქციონია, რომელიც სტუმარს შესაძლებლობას აძლევს მის გარშემო არსებული სამყაროს ნაწილი გახდეს და საინტერესო გამოცდილება მიიღოს. კარსტენ ჰოლერის კარუსელი Kulm Hotel-ში უკვე გაიხსნა და იქ ორი წლის განმავლობაში დარჩება.
კარსტენ ჰოლერის კარუსელი განმეორებადი მოტივია და ხშირად მის გარშემო სხვადასხვა ნამუშევარს ვხვდებით. ჰოლერი თავის ნამუშევრებს კვლევით ექსპერიმენტებზე აგებს - ხელოვანი ადამიანების ქცევას, აღქმას და ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს იკვლევს. მისი ნამუშევრები აერთიანებს ხელოვნებას, კვლევას და თამაშს. ჰოლერის ნამუშევრების უმეტესობა საინტერესო ემოციებს იწვევს.


დაწერე კომენტარი