სოლოლაკში აქსესუარების პირველი კონცეპტუალური მაღაზია Access Concept Store გაიხსნა, რომელიც საინტერესო კონცეფციით საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებსა და კაფეს აერთიანებს. კონცეპტუალური სივრცე პაოლო იაშვილის 16-ში მდებარეობს - ქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბანი და Access Concept Store-ის ადგილი იდეალურად ასახავს თბილისის ხასიათს, რომელიც Access-ის ხედვას ერწყმის და წარმოადგენს ისტორიისა და მინიმალისტური, თანამედროვე დიზაინის სინთეზს. წლის ყველაზე ჯადოსნურ პერიოდს Access განსაკუთრებულად ხვდება, ადგილზე მისულ სტუმრებს სადღესასწაულოდ გაფორმებული და განათებული ფასადი დაგხვდებათ, რომლის მიღმაც არაერთ იდეალურ სასაჩუქრე ნივთს - დიზაინერულ სამკაულებსა და აქსესუარებს აღმოაჩენთ, ქალისა და მამაკაცისთვის. ამასთან ერთად, 7 იანვრის ჩათვლით, სადღესასწაულო სეზონზე, დამახასიათებელი განწყობითა და საახალწლო დეკორაციით, Access-ის სტენდი სითი მოლშიც დაგხვდებათ.
Access Concept Store-ში პრემიუმ ბრენდების სამკაულებისა და აქსესუარების განსაკუთრებული სელექცია დაგხვდებათ, აქ წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Le Gramme, RAGBAG, MM6 Margiela, Self-Portrait, WERKSTATT MÜNCHEN, Beatriz Palacios, Annika Inez, Justine Clenquet, Saskia Diez, Pearl Octopuss.Y, Twojeys. მრავალფეროვანი კოლექციიდან შეგიძლიათ როგორც ქალის, ისე მამაკაცის ნივთები შეარჩიოთ.
Access-ის მიზანია ისეთ ადგილად იქცეს თბილისში, რომელიც სამკაულებთან და აქსესუარებთან ყველაზე მეტად ასოცირდება, სწორედ ამიტომ აქ ყველა დეტალი - შეფუთვიდან ინტერიერის დიზაინამდე - შექმნილია დაკვირვებით, თვეების კვლევისა და გრძელვადიანი მზადების შედეგად.
Access Concept Store-ს უკვე არაერთი სამომავლო გეგმა აქვს, მათ შორის - ახალი ბრენდების შემოტანა მაღაზიაში. სამომავლოდ Access ასევე გეგმავს ღონისძიებებს, ხელოვანების გამოფენებსა და მასტერკლასებს უმასპინძლოს და გახდეს შთამაგონებელი პლატფორმა ნებისმიერი ადამიანისთვის.






დაწერე კომენტარი