წლების განმავლობაში ხელოვანებმა მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა საინტერესო და ორიგინალური საახალწლო ინსტალაციები შექმნეს, ნაძვის ხეები ისე გააფორმეს, რომ მათ არაორდინალური სახე მისცეს და დამახასიათებელი დეტალები შემატეს. გიზიარებთ 10 დასამახსოვრებელ და გამორჩეულ ინსტალაციას, რომლებიც სადღესასწაულოდ, ახალი წლის შთაგონებით და თითოეული ხელოვანის უნიკალური ხედვით შეიქმნა.
The-Connaught-Christmas-Tree-2021-London.jpg303.8 KBლონდონში, Mayfair-ში მდებარე Connaught Hotel სადღესასწაულო ნაძვის ხის გასაფორმებლად ყოველწლიურად სხვადასხვა არტისტს იწვევს. ერთ-ერთი გამორჩეულია 2021 წლის ნაძვის ხე, რომელიც Annie Morris-ისა და Idris Khan OBE-ის მიერ შეიქმნა. 9 მეტრი სიმაღლის ბრიტანული ნორდმანის სოჭი სასტუმროს გარე სივრცეში, Carlos Place-ში განთავსდა. ხეს აფორმებდა Annie Morris-ის "Stack" სკულპტურების ინტერპრეტაციები და ხელოვანის “Flower Women” მოტივით შთაგონებული მანათობელი ფიგურა.Connaught%202016.jpg270.03 KBConnaught Hotel-ის მრავალწლიანი ტრადიციის კიდევ ერთი საინტერესო ნამუშევარია 2016 წლის 17,5 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელზეც ბრიტანელმა მოქანდაკემ Antony Gormley-მა იმუშავა. ხელოვანმა ნაძვის ხე ორიგინალურად გააფორმა, მან ხის შუა ნაწილი გაანათა და ბირთვი სინათლის მანათობელ სვეტად აქცია. შედეგად, ტოტები და ფოთლები ლამაზად ანათებდა ღამით, მათი სილუეტი კი საინტერესო ფორმებს ქმნიდა. 99454b2e-94d2-4627-a798-de8e7a1a7c1d.jpeg264.51 KB“Snowman” შვეიცარიელი ხელოვანების დუეტის - პიტერ ფიშლის და დევიდ ვაისის ნამუშევარია, რომელიც რიჰენში, Fondation Beyeler-ის პარკში დამონტაჟდა. ტრადიციული თოვლის კაცისგან განსხვავებით, ეს ნამუშევარი მთელი წლის განმავლობაში დგას, რადგან შენახულია მინის მაცივარში, რითაც “Snowman” ტემპერატურას ინარჩუნებს და გაყინული რჩება თბილ ამინდშიც. IMG_8761.JPG274.91 KB‘’Christmas’’ ჯონ ბალდესარის ხელოვნების ნიმუშია, რომელიც მან 1991 წელს შექმნა და ერთ ნამუშევარში რამდენიმე ფოტო გააერთიანა. ნამუშევარში იკითხება სიმბოლური ასოციაციები, ის ფოტოგრაფიის, ხელოვნების და ფერების შერწყმით იწვევს მაყურებელს, რათა ინდივიდუალურად აღიქვას ნამუშევრის არსი. IMG_8769.JPG192.52 KBლაილა და ნადია გოჰარებმა თავიანთი ბრენდის - Gohar World-ისთვის 2022 წელს შექმნეს “The Gohar World Christmas Tree”. სადღესასწაულო ინსტალაცია, რომელსაც ნაძვის ხის ფორმა აქვს, აწყობილია ბანანებით და გაფორმებულია მანიოკის ტოტებით. ნაძვის ხე ეხმიანება ბრენდის სიურრეალისტურ, დეკორატიულ ნამუშევრებს.IMG_8764.JPG273.22 KBმაიკლ იოჰანსონის 2010 წლის ნამუშევარი “Merry Mirror” დამზადებულია ყოველდღიური ობიექტებისგან. იოჰანსონმა რამდენიმე ნაძვის ხის ინსტალაცია შექმნა თავისი დამახასიათებელი სტილით, ხელოვანმა საგნების ფორმები და ფერები შეცვალა. ჩვეულებრივ ნივთებს ახალი კონტექსტი და დანიშნულება მისცა და მათ სადღესასწაულო ხასიათი შემატა.468601118_10162274588872454_4118788031327705910_n.jpg107.46 KBპოლ მაკარტის 24 მეტრის სიმაღლის გასაბერი მწვანე ფერის ნაძვის ხე, პარიზის საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე იდგა - ისტორიულ მოედანზე, Place Vendôme-ზე. ინსტალაცია გამოფენა "Hors les murs"-ის ნაწილი იყო.weihnachtsbaum_signer.jpg782.73 KB2010 წელს Roman Signer-ის მბრუნავი ნაძვის ხე Zimmer mit Weihnachtsbaum-ში, თეთრკედლებიან ოთახში დამონტაჟდა. პატარა ნაძვის ხე ოთახის ცენტრში ტრიალებდა, რის შედეგადაც მისი ორნამენტები და სათამაშოები ცვიოდა და ეჯახებოდა კედლებს. ეს ნამუშევარი წარმოადგენს მოძრაობის, ქაოსისა და ფრაგმენტაციის სიმბოლოს, ხაზს უსვამს ინერციას, იმპულსსა და გრავიტაციას.gallery-1480712222-tc-tate-christmas-tree-shutterstock.jpg222.79 KBსაახალწლოდ, მოწვეული არტისტის მიერ ნაძვის ხის გაფორმების ტრადიცია Tate-საც აქვს. 1993 წელს Shirazeh Houshiary-ის მიერ Tate Britain-ის მთავარი შესასვლელი ჭერზე დაკიდებული ნაძვის ხით გაფორმდა, რამაც სივრცეს ორიგინალური და არაორდინალური სახე მისცა. Yinkailori-Sanderson-01.jpg473.97 KBYinka Ilori-ის მიერ 2019 წელს შეიქმნა ლონდონში მდებარე Sanderson Hotel-ის მისაღების ნაძვის ხე. ნამუშევარი აეწყო, როგორც გეომეტრიული ხის მსგავსი ქანდაკება, სხვადასხვა ფერისა და ფორმის აბსტრაქტული დიზაინერული ობიექტებით.
დაწერე კომენტარი