A$AP Rocky-მ ახალ ტრეკზე,  სახელწოდებით "Punk Rocky" ვიდეოკლიპი გამოუშვა, რომელშიც მსახიობი უაინონა რაიდერი მონაწილეობს. კლიპი A$AP Rocky-ის, ფოლკრეტ ვერდორნისა და საიმონ ბეკსის თანარეჟისორობით შეიქმნა და მასში საინტერესო სიუჟეტი ვითარდება. ახალი ტრეკი არის A$AP Rocky-ის დაანონსებული ალბომის - Don't Be Dumb-ის პირველი სინგლი. ალბომი 16 იანვარს გამოვა და 2018 წლის შემდეგ ეს რეპერის პირველი ალბომი იქნება. მუსიკალური პროექტის გამოცემა რამდენჯერმე გადაიდო და მას მსმენელი მოუთმენლად ელოდება. 

ვიდეოკლიპთან ერთად გამოქვეყნდა პრესრელიზიც, რომლის მიხედვით Punk Rocky-ის კლიპში, ახალ ალბომში, წარმოდგენილ ხუთ ალტერ ეგოს ვხვდებით, მათ შორისაა GR1M, RUGAHAND, BABUSHKA BOI, SHIRTHEAD და DUMMY. ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტის ახალი პროექტის, მეოთხე სტუდიური ნამუშევრის, Don't Be Dumb ალბომის ყდაზე რეჟისორმა ტიმ ბარტონმა იმუშავა.