იტალიური ფესვებისა და მრავალწლიანი ისტორიის მქონე მოდის სახლი - Dolce & Gabbana 2023 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს Fondo per l’Ambiente Italiano - იტალიის გარემოსდაცვით ფონდთან. იტალიური ლანდშაფტისა და მისი კულტურული მემკვიდრეობისადმი ერთგულებით და საერთო ღირებულებებით ეს თანამშრომლობა აღნიშნავს იტალიური იდენტობის, კულტურის, ტრადიციების, განათლებისა და სილამაზის მიმართ პატივისცემას. პროექტის ფარგლებში, Dolce & Gabbana იტალიური სილამაზის ამსახველი სხვადასხვა ადგილის, აქტივობებისა და ნაგებობების ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც Giacomo Sonzini-ის მიერაა აღბეჭდილი.
პროექტის მთავარი მიზანია ისტორიული არქიტექტურის დაცვა და ნაკლებად ცნობილი, მაგრამ მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაცია. Giacomo Sonzini-ის ფოტოებს შორის ვხვდებით ტოსკანაში, სან ჯიმინიანოს შუაგულში მდებარე Torre e Casa Campatelli-ის კადრებს, რომელიც გამორჩეულია მე-19 საუკუნის არქიტექტურით. ახალ ფოტოებში აქცენტი კეთდება გასული საუკუნეების ავთენტურ ექსტერიერებსა და ინტერიერებზე, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ პირვანდელ სახეს, ამასთანავე ვხვდებით კადრებს იტალიის ყოველდღიური ცხოვრებიდან, დაწყებული კულინარიიდან, სხვადასხვა აქტივობითა და ხელობით დამთავრებული. დაარსების დღიდან Dolce & Gabbana იტალიური ხელობის უნიკალურობას აღნიშნავს და მოდის სახლის შემოქმედებითი ხედვა შეუფერხებლად ერწყმის იტალიის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს.






დაწერე კომენტარი