დღეს სივრცის აღქმა მხოლოდ ინტერიერით აღარ განისაზღვრება, არომატი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ის სივრცის ხასიათს განსაზღვრავს, ქმნის ემოციას და ხშირად სწორედ სურნელი ტოვებს ყველაზე ძლიერ შთაბეჭდილებას. ამიტომაც, სახლის არომატები დღეს არა მხოლოდ ცხოვრების სტილის, არამედ დახვეწილი გემოვნების მნიშვნელოვან გამოხატულებად მიიჩნევა. ამ იდეის აღსანიშნავად, არომატეკამ, რომელიც Vranjes Firenze-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში, ბრენდის უახლესი არომატის - Fico Aromatico-ს პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას Casa Fiori-მ უმასპინძლა - სივრცემ, რომელიც იტალიური ცხოვრების სტილის, ესთეტიკისა და ბუნებრივი ელეგანტურობის განსაკუთრებული ინტერპრეტაციით გამოირჩევა.

9dba7beb-7354-439d-8555-573c30b5db12.jpeg 433.38 KB
საღამო ტოსკანის ატმოსფეროთი იყო შთაგონებული - იმ მხარის, რომელიც უკვე ათწლეულებია Vranjes Firenze-ს შემოქმედების მთავარ შთაგონებად რჩება. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახლოდან გაცნობოდნენ ბრენდის ახალ ქმნილებას, რომელიც ტოსკანური ბუნების სიმდიდრესა და იტალიური ცხოვრების ხელოვნებას ასახავს. Fico Aromatico ახალი Florentia Collection-ის პირველი არომატია - კოლექციის, რომელიც ფლორენციის კულტურულ მემკვიდრეობასა და ტოსკანის პეიზაჟებს ეძღვნება. სურნელი ლეღვის ხეებით სავსე მზიან ბაღებში გვამოგზაურებს, სადაც ჰაერი მწვანე ფოთლების, ციტრუსებისა და ნაყოფის ბუნებრივი არომატებით არის გაჯერებული.
3399e378-ef70-4aeb-bbf3-400ab6019905.jpeg 170.88 KB
კომპოზიცია მწვანე მანდარინისა და პომიდვრის ფოთლის ნათელი და ცოცხალი ნოტებით იხსნება, გულში კი მწიფე ლეღვისა და ფორთოხლის ყვავილის დახვეწილი აკორდები იშლება. კედარის ხე, გუაიაკის ხე და მუხის ხავსი არომატს სიღრმეს, სითბოსა და ხანგრძლივ ელეგანტურობას ანიჭებს. შედეგი არის სურნელი, რომელიც ერთდროულად ბუნებრივი, თანამედროვე და გამორჩეულად იტალიურია.
80510c71-edcd-4ea9-a539-b1ce88f76537.jpeg 398.53 KB
პრეზენტაციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო Janini-ს მიერ ჩატარებული შემოქმედებითი მასტერკლასი ჰერბარიუმი, რომლის ფარგლებშიც სტუმრებმა საკუთარი ხელით შექმნეს ბოტანიკურიკომპოზიციები. ეს გამოცდილება სრულად ეხმიანებოდა Vranjes Firenze-ს ფილოსოფიას, სადაც სილამაზე, ოსტატობა და დეტალებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ერთიანდება.
33828103-bfa6-4946-adb8-5c40cfb8905c.jpeg 232.2 KB
Vranjes Firenze დღეს სახლის არომატების სამყაროში იტალიური ოსტატობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენლად მიიჩნევა. ფლორენციაში შექმნილი თითოეული არომატი აერთიანებს მაღალი ხარისხის ნედლეულს, პარფიუმერულ ექსპერტიზასა და ტრადიციული იტალიური ხელოსნობის კულტურას. სწორედ ამ მიდგომამ აქცია ბრენდი საერთაშორისო მასშტაბით ფუფუნების ცხოვრების სტილის ერთ-ერთ სიმბოლოდ.
759b8583-dcc5-41ef-8390-65afd0ad3810.jpeg 550.58 KB
არომატეკა აგრძელებს გამორჩეული ნიშ ბრენდებისა და მსოფლიო ტენდენციების წარდგენას ქართველი მომხმარებლისთვის. Fico Aromatico უკვე ხელმისაწვდომია არომატეკას ფილიალებში.