თიბისი კონცეპტისა და Visa-ს მხარდაჭერით თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა, რომლის პროგრამა 13 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და საქართველო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თანამედროვე თეატრების განსაკუთრებულ სპექტაკლებს, ვარსკვლავებს და შემოქმედებს უმასპინძლებს. 18-წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი ტრადიციულად ორ მთავარ - საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამას წარმოადგენს და ამით საქართველოში საერთაშორისო კულტურულ ცენტრს ქმნის. წელს ასევე აღდგა პროგრამა „ნიუ“. კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების აქტიური მხარდამჭერი - თიბისი კონცეპტი მუდმივად ხელს უწყობს ქვეყანაში საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების განვითარებას. თიბისი კონცეპტის Visa ბარათებით გადახდისას ფესტივალის ბილეთებზე 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. Hammock Magazine კი წლევანდელი ფესტივალის გამორჩეულ სპექტაკლებზე მოგიყვებათ.

5786a8ed-275b-4aad-be7e-67983534f8a6.jpeg 529.07 KB
ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა 13 ივნისს გაიხსნა პოლონელი რეჟისორის - კშიშტოფ ვარლიკოვსკის სპექტაკლით "ელიზაბეთ კოსტელო". სპექტაკლს, რომელიც 12 ივლისამდე გაგრძელდება, პოლონეთის ნოვი თეატრის დასი Factory Tbilisi-ში წარადგენს. ნოვი თეატრი 2008 წელს კშიშტოფ ვარლიკოვსკის ხელმძღვანელობით დაარსდა და თითქმის 20 წელია რეჟისორი ამავე თეატრში სპექტაკლებს დგამს. ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლის მსახიობებს შორის არიან მარიუშ ბონაშევსკი, ანდჟეი ჩაირა, პიოტრ პოლაკი, მალგოჟატა ჰაიევსკა-კრჟიშტოფიკი და სხვები. "ელიზაბეთ კოსტელო: შვიდი ლექცია და ხუთი მორალური ამბავი" საკმაოდ ემოციური სპექტაკლია, რომელშიც გამოგონილი ლიტერატურული პერსონაჟი ელიზაბეთ კოსტელო ექვს სხეულად, მეხსიერების ექვს მედიუმად გვევლინება. კოსტელო კშიშტოფ ვარლიკოვსკის შემოქმედებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ის რეჟისორის ხუთ სპექტაკლში გვხვდება.
5f8dd73a-60ef-495c-ba82-1575cd18c359.jpeg 98.69 KB
17 ივნისს ''თეატრი სახელოსნო 42'' უმასპინძლებს რეჟისორ მილო რაუს სპექტაკლს, სახელწოდებით ''მისანი''. ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება გერმანულენოვანი თეატრი შაუბიუნე, რომელიც 1962 წელს ბერლინის კროიცბერგში იურგენ შიტჰელმის გარშემო გაერთიანებული სტუდენტების ჯგუფის მიერ დაარსდა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ურსინა ლარდი და აზად ჰასანი, რომლებიც ომის ფოტოგრაფისა და მასწავლებლის როლებს ასრულებენ. მილო რაუს პიესა ომის ფოტოგრაფების, ერაყელი მოქალაქეების ცხოვრების ისტორიებსა და პირად გამოცდილებებს ეფუძნება.
d495f5e3-5ab3-4d42-90e8-06150ad1a252.jpeg 93.66 KB
რეჟისორ ამალია ბენეტის მუსიკალური თეატრი ‘’სხვა ხედვა’’ 26 ივნისს, Factory Tbilisi-ის სცენაზე წარდგება. სპექტაკლში მონაწილეობენ Seeds დუეტი - მიხალის და ქრისტოს კალკანისები, მომღერალი ალკმინი და მსახიობი და მთხრობელი მიხალის ვალასოგლუ. ორი ძმის ისტორიაზე დაფუძნებული სპექტაკლი ურბანულ ცხოვრებასა და ბუნებას შორის არსებულ დაძაბულობას იკვლევს. ჰიბრიდული სცენური კომპოზიცია ორიგინალურ მუსიკას, თხრობასა და ბერძნულ ტრადიციულ სიმღერას აერთიანებს. კონტრაბასის, კლარნეტის, ფორტეპიანოსა და ელექტრონიკის კომბინაცია მსახიობ-მთხრობელთან ერთად მრავალშრიან, კომპლექსურ ხმოვან დრამატურგიას ქმნის.
f35647f2-9e87-44d6-8a7d-d386588d2fb3.jpeg 168.91 KB
11-12 ივლისს ''თეატრი სახელოსნო 42-ში'' ვიხილავთ  ჯეიმს ტიერეს მიერ დადგმულ კიდევ ერთ გამორჩეულ სპექტაკლს. ''რანდე - ვუ'' - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელსაც La Compagnie du Hanneton წარადგენს ჯეიმს ტიერისთან, ვიქტორია ტიერი-ჩაპლინთან, აურელია ტიერისა და ჟან-ბატისტ ტიერისთან ერთად. ''რანდე - ვუ'' ცირკის, თეატრისა და მიუზიკჰოლის ისტორიებს ეფუძნება. მსახიობების ოჯახი - ვიქტორია, ჟან-ბატისტი, აურელია და ჯეიმს ტიერები ათვალიერებენ სურათების ალბომს და უბრუნდებიან წარსული წარმოდგენების ფრაგმენტებს წარმოსახვით მოგზაურობაში.