მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტინფუნქციური სივრცის საკოლექციო მაღაზია Inbloom Ceramic Studio-ს Pop-up-ს მასპინძლობს. თიბისი კონცეპტის და Inbloom Ceramic Studio-ს თანამშრომლობის ფარგლებში, მაღაზიაში ტასო გომელაურის ექსკლუზიური კოლექციაა წარმოდგენილი. Inbloom Ceramic Studio-ს უნიკალური ნივთები და დიზაინ-ობიექტები საკოლექციო სივრცეში ივლისის ბოლომდე დაგხვდებათ და თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით გადახდისას, თანხის 15%-ს ულიმიტოდ დაიბრუნებთ.
Inbloom Ceramic Studio ტასო გომელაურისა და მისი გუნდის ახალი პროექტია, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაარსდა. სტუდიის თითოეული ნამუშევარი უნიკალურია და ყველა მათგანი ხელით მზადდება. მინიმალისტური სტილის დახვეწილ ნამუშევრებს შორის არის კერამიკული აქსესუარები, ინტერიერის დიზაინ-ობიექტები და ყოველდღიური ნივთები. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ ნებისმიერი სივრცის ინტერიერში გამორჩეული ესთეტიკა და დამახასიათებელი სილამაზე შეიტანოს.







დაწერე კომენტარი