Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონს Factory Tbilisi-ში წარადგენს და ოთხი დღის განმავლობაში ქართველ და საერთაშორისო დიზაინერებს, მოდის ინდუსტრიის პროფესიონალებსა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს გააერთიანებს.
სოფია ჭყონიას მიერ დაარსებული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi წლების განმავლობაში ქართული მოდის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. კვირეულმა არაერთ ახალგაზრდა დიზაინერს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი შემოქმედება საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაეცნო და თბილისი თანამედროვე მოდის რუკაზე საინტერესო შემოქმედებით ცენტრად დაემკვიდრებინა.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მნიშვნელობა მხოლოდ ახალი კოლექციების ჩვენებით არ შემოიფარგლება. კვირეული ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებას, საერთაშორისო კავშირების გაძლიერებასა და ახალი შემოქმედებითი ხედვების წარმოჩენას ემსახურება.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi SS27 5 - 8 ნოემბერს Factory Tbilisi-ში გაიმართება.
დაწერე კომენტარი