არის ნივთები, რომლებსაც სახლის მოწყობამდე დიდი ხნით ადრე ვირჩევთ. ფილა, რომლის ფერთანაც წარმოსახვაში უკვე ვაწყობთ სააბაზანოს; სამზარეულო, რომლის ფოტოსაც ვინახავთ და დროდადრო ვუბრუნდებით. მოგვიანებით ამ სურვილებს კონკრეტული მისამართი, ოთახის ზომები და ბიუჯეტი ემატება. სწორედ მაშინ იწყება ყველაზე საინტერესო სამუშაო: იმის გარკვევა, როგორ შეიძლება ცალკეული ჩანაფიქრები ერთ სახლში შეიკრიბოს.

„ვენეტო დიზაინში“ ეს პროცესი უკვე მოწყობილი ინტერიერების დათვალიერებით გრძელდება. შოურუმში მასალებსა და ნივთებს იმ გარემოში ვხედავთ, რომლისთვისაც ისინი შეიქმნა. ნიჟარას შემრევთან ერთად ვაფასებთ, სამზარეულოს ზედაპირს კი ტექნიკის ფონზე ვათვალიერებთ. ამგვარად, არჩევანისას შეგვიძლია მთლიან ოთახზე ვიფიქროთ და თითოეული დეტალის ადგილი უკეთ წარმოვიდგინოთ.

იტალიელი და ქართველი დიზაინერების მონაწილეობით მოწყობილი სივრცე სამ სართულსა და 2 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს. აქ სხვადასხვა ფერის, ფორმატისა და ფაქტურის მასალები დასრულებულ ინტერიერებშია წარმოდგენილი, რაც საკუთარი სახლისთვის მათი შერჩევისას სასარგებლო ორიენტირს ქმნის.

ნოემბერში ამ არჩევანს „ვენეტოს“ შავი პარასკევის შეთავაზება ახლავს. „ნოემბერი მეტს გპირდება“ კამპანიის ფარგლებში, 5-იდან 30 ნოემბრის ჩათვლით სრულ კოლექციაზე 15%-იდან 50%-ამდე ფასდაკლება მოქმედებს. ეს კარგი დროა როგორც ახალი ინტერიერის დასაგეგმად, ისე იმ ნივთთან დასაბრუნებლად, რომელსაც სახლში ადგილი უკვე მიუჩინეთ.

26a3ca31-8b17-41e1-8124-df4aaf5be4d8.jpeg 181.31 KB
სახლის რემონტის დაგეგმვისას საწყისი წერტილი ხშირად ერთი მასალაა. შეიძლება იატაკისთვის შერჩეულმა ტონმა კედლების ფერი გვაპოვნინოს, ან გამოკვეთილი დეკორის მქონე ზედაპირმა დანარჩენი ინტერიერისთვის უფრო მშვიდი ფონი გვიკარნახოს. ასეთ დროს არჩევანის სიზუსტეს ნიმუშებთან გატარებული დრო განსაზღვრავს: რამდენად სასიამოვნოა ფაქტურა ახლოდან, როგორ იკითხება დეკორი მოშორებით და რას ცვლის მის გვერდით ხის, ქსოვილისა თუ მეტალის გამოჩენა.

„ვენეტო დიზაინში“ 50-ზე მეტი ბრენდია წარმოდგენილი. აქ საშუალო, მაღალი და სუპერ პრემიუმ სეგმენტის კოლექციებს ნახავთ, რაც სხვადასხვა ბიუჯეტის მქონე მომხმარებელს მისთვის მისაღებ ფასად არჩევის საშუალებას აძლევს. „ვენეტოში“ მოსაპირკეთებელი მასალების მიმართულებაა Porcelanosa-ს, Inalco-სა და Italgraniti-ს კოლექციები. მათთან ერთად შოურუმში გვხვდება მოზაიკა, სამშრიანი პარკეტი და Adriani & Rossi-ს დიზაინერული შპალერი. ასეთი არჩევანი შესაძლებლობას იძლევა, ოთახისთვის სასურველი კომბინაცია ადგილზე მოძებნოთ და ერთმანეთს ის ვარიანტებიც შეადაროთ, რომელთა ერთად წარმოდგენაც მანამდე რთული იყო.

0f6994e7-58a6-4d0f-b019-e8234506ba47.jpeg 257.32 KB
ეს განსაკუთრებით საგრძნობია სააბაზანოსა და სამზარეულოს დაგეგმვისას, სადაც რამდენიმე გადაწყვეტილება ერთმანეთზეა დამოკიდებული. შემრევი მოწონებული ნიჟარის ფორმასა და გამოყენებას უნდა შეესაბამებოდეს. „ვენეტოს“ კოლექციებში სანტექნიკა, შემრევები და საშხაპე სისტემებია წარმოდგენილი.

რემონტის დასრულების შემდეგ სახლის მოწყობას ავეჯის შერჩევით ვაგვირგვინებთ. „ვენეტოში“ სააბაზანოს ავეჯიც გვხვდება, სამზარეულოს მიმართულებას კი, ავეჯთან ერთად, Smeg-ის ტექნიკა ავსებს. სამზარეულოში სამუშაო ზედაპირი, კარადები და ტექნიკა ერთად ქმნის სივრცეს, რომელშიც ყოველდღიურად გვიწევს მოძრაობა, მომზადება და ნივთების შენახვა. ამიტომ მათი ერთ გარემოში ნახვა გარეგნულ მხარესთან ერთად მოხერხებულობის შეფასებაშიც გვეხმარება.

უკვე მოწყობილ სახლში სხვა ამოცანა ჩნდება, კერძოდ, ახალი ნივთი იმ გარემოს უნდა შევუხამოთ, რომელსაც საკუთარი ისტორია აქვს. საყვარელი სავარძლის, წლების წინ შეძენილი მაგიდისა თუ ნახატის გვერდით დივნის შერჩევას ყურადღება სჭირდება. ზოგჯერ სწორედ მისი ფორმა აერთიანებს განსხვავებულ ნივთებს, ქსოვილის ფერი კი ოთახში აქამდე შეუმჩნეველ ტონს გამოკვეთს. ამიტომ სახლის განახლება შეიძლება ერთმა გააზრებულმა შენაძენმაც განსაზღვროს.

0f9af786-0228-41a3-914e-6e64220e9376.jpeg 247.43 KB
ნოემბრის შეთავაზებებში Felis-ის საწოლები და დივნებიც შედის. მათ შორის წარმოდგენილია გასაშლელი მოდელები, რაც განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როცა მისაღები ოთახი სტუმრისთვის საძინებლის ფუნქციასაც ითავსებს. ნიმუშების შოურუმში დათვალიერებისას შესაძლებელია ქსოვილისა და ფერის შეფასება, კონკრეტული მოდელის ზომებისა და ხელმისაწვდომობის დაზუსტება.

დაბოლოს, ნოემბრის ბოლომდე „ვენეტოში“ შეგიძლიათ იმ იდეებს დაუბრუნდეთ, რომლებიც აქამდე შენახულ ფოტოებში რჩებოდა: ნახოთ მასალები ახლოდან, შეადაროთ მოდელები და საკუთარ სივრცეს შეუხამოთ. სრულ კოლექციაზე 15%-იდან 50%-ამდე ფასდაკლება 30 ნოემბრის ჩათვლით მოქმედებს.