Posta da Kona შეზღუდული დროით ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების და პუბლიკაციების გაყიდვას იწყებს. ღონისძიება, რომელიც Posta da Kona-ს წიგნის მაღაზიაში გაიმართება, 21 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ: ნესტან აბდუშელიშვილი, სოფო კობიძე, ნატო ბაგრატიონი, ოთო შენგელია, გიორგი ვარდიაშვილი, თორნიკე ჭაფოძე, თამარ ჩადუნელი, მარი ყალაბეგაშვილი, შოთიკო აფციაური, მარიამ კალანდაძე, ხარახურა, Garbage Kids და We see items.
წიგნის მაღაზიაში დამოუკიდებელი საერთაშორისო ბეჭდური პრესის შეძენა შეიძლება ხელოვნების, არქიტექტურისა და ფოტოგრაფიის შესახებ. Posta da Kona-ს საზიარო სივრცეში ასევე იმართება ჩვენებები და გამოფენები.
დაწერე კომენტარი