ცნობილი ხელოვანის ჯეიმს ტურელის ინსტალაცია Skyspace Piz Uter, შვეიცარიაში, Zuoz-ში, სასტუმრო Castell-ის გვერდით, ზღვის დონიდან თითქმის 2000 მეტრზე მდებარეობს. ნამუშევარი წარმოადგენს ტურელის სერიის, ‘’ცის სივრცეების’’ ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სერიის ფარგლებში შექმნილ ნამუშევრებს ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვთ, თითოეული მათგანი თავისი უნიკალურობით გამოირჩევა. სერია ‘’ცის სივრცეები’’ აქცენტს აკეთებს არქიტექტურული შიდა სივრცისა და ბუნებრივი გარე სივრცის ჰარმონიულ შერწყმაზე, გახსნილი ჭერის დახმარებით კარგად ჩანს ცა და ფერების ცვლილება დროის განმავლობაში, რომელსაც დღისა და ღამის სხვადასხვა მონაკვეთში აკვირდებიან დამთვალიერებლები.
ჯეიმს ტურელი მთელ თავის შემოქმედებას სწორედ სინათლის შესწავლას და მისი ასახვით ნამუშევრების შექმნას უძღვნის - შუქითა და სხვადასხვა ფერით სავსე ოთახები და სივრცეები, ამოჭრილი გეომეტრიული ფორმებითა და ღია ჭერის დახმარებით, დამთვალიერებლებისთვის მონაწილეობის გამოცდილებას ქმნის და თითოეული მათგანი გამოფენის უშუალო მონაწილე ხდება. ვიზიტორები გარკვეული დროის განმავლობაში აკვირდებიან ბუნებრივ სინათლეს, მის ინტენსივობასა და დროის მიხედვით ცვლილებას.
დაწერე კომენტარი