Fondation Louis Vuitton მე-20 და 21-ე საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხატვრისა და პოპ არტის წამყვანი ფიგურის - დევიდ ჰოკნის რეტროსპექტიულ გამოფენას წარმოადგენს, რომელიც ამ დრომდე ხელოვანის კარიერაში ყველაზე დიდი და მასშტაბური ექსპოზიციაა. ‘’David Hockney 25’’ პარიზში 9 აპრილს გაიხსნა და 31 აგვისტომდე გაგრძელდება. ჰოკნის 400-ზე მეტი ნამუშევარი, რომელიც  1955 წლიდან 2025 წლამდე არის შესრულებული, განთავსებულია შენობის მთელ ტერიტორიაზე და განსაკუთრებულია როგორც მასშტაბით, ისე გამოფენის ორიგინალური და მრავალფეროვანი ხასიათით.

T03254_10.jpg 151.42 KB
გამოფენა აერთიანებს ნახატებს სხვადასხვა საერთაშორისო და კერძო კოლექციიდან, ასევე ხელოვანის საკუთარი სტუდიისა და ფონდის ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მედიუმშია შესრულებული, მათ შორის - ზეთით, აკრილით, მელნით, ფანქრითა და ნახშირით შექმნილ ნახატებს, ციფრულ ხელოვნებასა და ვიდეოინსტალაციებს. აღსანიშნავია, რომ დევიდ ჰოკნი პირადად იყო ჩართული გამოფენის დაგეგმარებასა და თითოეული დეტალის განსაზღვრაში, მათ შორის - კომპოზიციებისა და სივრცეების განლაგების პროცესში. გამოფენა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გასული 25 წლის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებზე, თუმცა, ამავდროულად, წარმოდგენილია ადრეული, საკულტო ნახატები და ჰოკნის მრავალფეროვანი შემოქმედებითი სამყარო, რომელიც შვიდ ათწლეულს მოიცავს. 
bomu3z8g7IhEJ7pQ7WQhHTuPXelZvZRqp4xs8bMe.jpeg 531.44 KB
‘’ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, რადგან ეს არის ყველაზე დიდი გამოფენა, რაც კი ოდესმე მქონია - ის მოიცავს 11 ოთახს Fondation Louis Vuitton-ში და წარმოდგენილია ზოგიერთი ახალი ნახატი, რომლებზეც ბოლო რამდენიმე დღეა ვმუშაობ.’’ - აღნიშნავს დევიდ ჰოკნი. “David Hockney 25” უამრავ საინტერესო ნამუშევარს და სერიას აერთიანებს, მათ შორის 1960-იანი წლების ნამუშევრების მთავარი მოტივის - საცურაო აუზებისა და წყლის თემატიკის ირგვლივ შექმნილ ნახატებს. ასევე, სხვა ექსპერიმენტულ ნამუშევრებსა და ციფრულ ნახატებს, რომლებიც ჰოკნიმ პანდემიის დროს iPhone-ისა და iPad-ის გამოყენებით შექმნა.