ვენეციაში, მე-18 საუკუნის Palazzo Venier dei Leoni-ში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოლექციონერის - პეგი გუგენჰაიმის კოლექციაა წარმოდგენილი. არქიტექტორ Lorenzo Boschetti-ის დაპროექტებულ შენობაში, რომელიც დიდ არხს (გრანდ კანალს) გადაჰყურებს, მეოცე საუკუნეში მოღვაწე საკულტო ხელოვანების 300-ზე მეტი ნამუშევარია გამოფენილი.
IMG_1670.jpeg349.18 KBპეგიმ თავისი ცხოვრება თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა, გუგენჰაიმმა 1930-იან წლებში დაიწყო კოლექციის შექმნა. 1948 წელს პეგის კოლექცია ვენეციის ბიენალეზე წარადგინეს, გამოფენა აერთიანებდა ამერიკელი მხატვრების ნამუშევრებს, მომდევნო წელს კი მან Palazzo Venier dei Leon შეიძინა და საგამოფენო სივრცედ გარდაქმნა. თავდაპირველად ბაღში სკულპტურების გამოფენა გამართა, 1951 წლიდან კი თავისი მრავალფეროვანი კოლექცია საზოგადოებისთვის გახსნა. IMG_1688.JPG360.43 KBპეგი გუგენჰაიმის კოლექცია მოიცავს ნამუშევრებს ისეთი მიმდინარეობებიდან, როგორებიცაა კუბიზმი, სიურრეალიზმი, ფუტურიზმი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი. წარმოდგენილია ჯექსონ პოლოკის, პაბლო პიკასოს, ჯორჯიო დე კირიკოს, დე კუნინგის, დალის, დუშანის, მარკ შაგალის, მაქს ერნსტის, მარინო მარინის, მიროს, მალევიჩის, კანდინსკის და მეოცე საუკუნის სხვა ცნობილი ხელოვანების მნიშვნელოვანი ნამუშევრები.
მუზეუმის ნაწილია სკულპტურების ბაღი, სადაც წარმოდგენილია ჰენრი მურის, ალბერტო ჯაკომეტის, ალექსანდრე კალდერის და სხვა საკულტო ხელოვანების ნამუშევრები. აქვეა Hannelore B. და Rudolph B. Schulhof კოლექცია - იტალიური ფუტურისტული ნამუშევრები და ჯანი მატიოლის კოლექცია, რომელიც კარგად წარმოაჩენს იტალიურ მოდერნიზმს.
IMG_1687.JPG709.5 KBპეგი გუგენჰაიმის მუზეუმს სივრცეების უნიკალური და დამახასიათებელი განლაგება აქვს, მისი ინტერიერი იმგვარადაა მოწყობილი, რომ ინარჩუნებს გუგენჰაიმის საცხოვრებელი სახლის ატმოსფეროს. 1979 წელს, პეგი გუგენჰაიმის გარდაცვალების შემდეგ, კოლექცია გადაეცა მისი ბიძის, სოლომონ გუგენჰაიმის ფონდს. მას შემდეგ, 1980 წლიდან, მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის ღიაა მთელი წლის განმავლობაში.
დაწერე კომენტარი