მექსიკაში ცნობილი არქიტექტორისა და მოქანდაკის, აგუსტინ ერნანდეს ნავაროს პირადი არქიტექტურული სტუდია და კერძო საცხოვრებელი - Praxis Studio მდებარეობს, რომელიც პრეკოლუმბიური მექსიკური კულტურის ელემენტების თანამედროვე არქიტექტურაში ინტეგრაციით გამოირჩევა. მისი მშენებლობა 1975 წელს დასრულდა, ორიგინალური ვიზუალის, მონუმენტური, ბრუტალისტური სტილის ნაგებობა ხაზს უსვამს ერნანდეს ნავაროს ინოვაციურ მიდგომას არქიტექტურისადმი და აერთიანებს პრეესპანურ გავლენებს მოდერნისტული დიზაინის პრინციპებთან.mUgv3U2x8xt8yuYf4QZDJK-1600-80.jpg64.97 KBშენობის კონცეფცია ასევე ასახავს ერნანდეს ნავაროს ღრმა კავშირს მექსიკის კულტურულ მემკვიდრეობასთან. დიზაინი უპირისპირდება არქიტექტურულ ნორმებს, მოიცავს დიაგონალურ კედლებსა და კონსოლის ფორმებს, ვერტიკალურ სვეტებს, რომლის ზედა ნაწილში განთავსებულია სტუდია. სახლის პირველ სართულზე მისაღები, სასადილო და სტუდიის სივრცეები მდებარეობს, ხოლო მეორე სართულზე ვხვდებით საძინებლებს, რომელთაგანაც შესაძლებელია სახურავზე ასვლა. IMG_2407.jpeg605.43 KBზოგადად, მექსიკის ისტორიიდან მიღებული ცნობები - მაიას, აცტეკებისა და ზაპოტეკების პერიოდების სტრუქტურები და რელიკვიები ერნანდეს ნავაროს არქიტექტურაში განმეორებადი მოტივებია, სწორედ მის არქიტექტურულ ფილოსოფიას ცხადყოფს Praxis House-იც. შენობის ნაწილია ხიდი, რომელიც შესასვლელსა და ქუჩას ერთმანეთთან აკავშირებს. მეორე მხრიდან ნაგებობა მის გარშემო მდებარე ხეებშია ჩაფლულია, რაც შენობის ბუნებრივ ლანდშაფტთან ინტეგრაციას უსვამს ხაზს და მისი სამკუთხა ფანჯრებიდან მიმდებარე ტყის პანორამული ხედები იშლება.
IMG_2406.jpeg720.65 KBსაკულტო ბრუტალისტური ფასადი და ინოვაციური, სკულპტურული შენობა მალევე იქცა ქალაქის ღირსშესანიშნაობად. აღსანიშნავია, რომ შენობა გადაიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში El Luchador, სადაც იგი წარმოდგენილი იყო როგორც სუპერგმირის რეზიდენცია. ფილმის შემქმნელებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ბრუტალისტური ესთეტიკა და სიმბოლური კავშირი მექსიკურ იდენტობასთან.
დაწერე კომენტარი