11 ოქტომბერს კახეთში, წინანდლის მამულში JAZZ & WINE Kakheti-ის მეცხრე ფესტივალი გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად თიბისი კონცეპტი წარადგენს. ჯაზისა და ღვინის ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად იმართება, ქართული ღვინის საუკუნოვან ისტორიასა და ტრადიციებს აცოცხლებს და მის თანამედროვე ჯაზთან უნიკალურ სინთეზს ქმნის. წლევანდელ ფესტივალში  30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს, მთელი დღის განმავლობაში კი სტუმრების განწყობაზე მსოფლიო ჯაზის შემსრულებლები იზრუნებენ.

a879d655-f831-438d-9a9d-38b81d64def5.jpeg 256.49 KB
JAZZ & WINE Kakheti 11 ოქტომბერს, 13 საათზე ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება - ღონისძიებაზე წამყვანი ღვინის მწარმოებლები თავიანთ საუკეთესო კოლექციას წარადგენენ. 14 საათიდან ფესტივალის სტუმრებს იტალიელი მზარეული - მაურიციო სიცილიანო იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება. ამავდროულად, ამფითეატრის სცენა დაეთმობა იტალიურ ჯგუფს - SALT PEANUTS-ს, რომლის სპეციალური სტუმარი მომღერალი რეიჩელ დოუ იქნება. 19 საათიდან Ballroom-ში წარდგება ჯაზის ახალი ვარსკვლავი, პიანისტი და მომღერალი ფრანჩესკა ტანდოი, რომელიც სცენას თავის ტრიოსთან ერთად დაიკავებს. ფესტივალს კი დახურავს ამერიკელი სუპერვარსკვლავი, თავისი ვოკალითა და შესრულებით გამორჩეული ნიკ ვესტი, რომელსაც 21 საათზე ამფითეატრის სცენაზე ვიხილავთ.