ცნობილი Luna Luna-ს ხელოვნების და ატრაქციონების პარკი, რომელიც ანდრე ჰელერმა 1987 წელს შექმნა, მალე ატლანტაში გაიხსნება. პარკი გამორჩეული ხელოვანების ნამუშევრებს აერთიანებს, სადაც გასართობი ატრაქციონები არტ-ინსტალაციებად გარდაიქმნება. წელს პარკში განახლებული სახით იქნება წარმოდგენილი Luna Luna-ს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ექსპონატი - კიტ ჰარინგის კარუსელი, რომლის შექმნაზეც ავეჯის მწარმოებელმა იტალიურმა ბრენდმა - Gufram-მა Keith Haring Foundation-თან ითანამშრომლა და ატრაქციონის ორი სავარძელი დაამზადა. ეს თანამშრომლობა აერთიანებს ჰარინგის უნიკალურ ხელწერას Gufram-ის ავანგარდულ და კონცეპტუალურ დიზაინთან.
An iconic reimagining. Luna Luna x Gufram presents the Keith Haring furniture collection.Founded (1).jpg428.81 KBLuna Luna-ს პარკი თავდაპირველად ჰამბურგში გაიხსნა და სრულიად ახალი კონცეფციის ადგილი შექმნა, სადაც ხელოვნება და გართობა ერთ სივრცეში იდეალურად გაერთიანდა. პარკში ყოველი ატრაქციონი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს, ხოლო სტუმრები არა მხოლოდ დამთვალიერებლები, არამედ უშუალოდ მონაწილეები არიან. ჰელერის მიერ შექმნილ პროექტში 30-ზე მეტი ხელოვანი მონაწილეობდა, მათ შორის - ლეგენდარული სალვადორ დალი, ჟან-მიშელ ბასკია, დევიდ ჰოკნი, როი ლიხტენშტეინი, კენი შარფი, რებეკა ჰორნი და სონია დელონე. An iconic reimagining. Luna Luna x Gufram presents the Keith Haring furniture collection.Founded (2).jpg396.13 KBპარკის გახსნა წარმატებით დასრულდა და უამრავ ვიზიტორს უმასპინძლა, მას შემდეგ Luna Luna-ს ქალაქებში უნდა ემოგზაურა, თუმცა სხვადასხვა პრობლემის გამო, სამი ათწლეულის განმავლობაში პარკმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ნამუშევრები კი 1937 წლის შემდეგ ინახებოდა. პარკი ზედმიწევნით აღადგინეს, როგორც გამოფენა “Luna Luna: Forgotten Fantasy”, და პირველად ლოს-ანჯელესში დაიწყო ფუნქციონირება, შემდეგ ნიუ-იორკის The Shed-ში და წელს მას ატლანტა უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ Luna Luna თავისი კონცეფციით და ისტორიული ნამუშევრებით 1980-იანი წლების ხელოვნების საინტერესო და გამორჩეულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.
დაწერე კომენტარი