წელს უკვე მეორედ, გიბრუნდებით ჩვენი საავტორო პროექტით — ინიციატივით, რომელმაც კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა და დაგვამეგობრა გამორჩეულ ინტერიერის დიზაინის კომპანიებთან, როგორებიც არიან: Motif Design Elements, Anuka Tavartkiladze Product Design და Laboratory of Architecture #3.
ეს კოლაბორაცია ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან თქვენი ახალი სახლის ინტერიერზე იმუშავებენ პროფესიონალები, რომლებიც თქვენს სურვილებსა და ხედვას გარდაქმნიან რეალურ, თანამედროვე და ჰარმონიულ საცხოვრებელ სივრცედ.
Tbilisi Gardens X Designer Collaborations 2025 Edition — კამპანიის მიზანია, ახალი ბინის მფლობელებს მივცეთ შესაძლებლობა საჩუქრად მიიღონ პროფესიონალური, სრულმასშტაბიანი ინტერიერის დიზაინის მომსახურება, რომელიც სრულად მოერგება ბინის ინდივიდუალურ მოთხოვნებს, ფუნქციურობასა და თანამედროვე ესთეტიკას.
საახალწლო შეთავაზების ფარგლებში, ყველა მომხმარებელი, ვინც დეკემბრის თვეში შეიძენს ბინას Tbilisi Gardens-ში, მიიღებს ინტერიერის დიზაინის სრულ მომსახურებას — გამოცდილების მქონე დიზაინერებისგან, რომლებიც თქვენს სახლს გადააქცევენ დახვეწილ და ინდივიდუალურად მორგებულ სივრცედ.
შეთავაზება ძალაშია შეზღუდული დროით — მხოლოდ 31 დეკემბრამდე.
დაიწყეთ ახალი თავგადასავალი Tbilisi Gardens-ში. დაგვიკავშირდით და მიიღეთ სრული ინფორმაცია:
+995 (32) 2 20 23 23
6 მიხეილ ასათიანი
[email protected]
www.tbilisigardens.ge
დაწერე კომენტარი