Gucci ახალ, 2026 წლის წინ საშემოდგომო კოლექციის ლუქბუქს აქვეყნებს, რომელიც დემნა გვასალიას  მეორე კოლექციაა იტალიური მოდის სახლისთვის. ახალი კოლექცია დემნას ერთგვარი კვლევაა  ბრენდის ისტორიაზე. Pre-Fall კოლექციაში ვხვდებით როგორც ყოველდღიურ სამოსს, ისე საღამოს კაბებს, ბეწვისა და ტყავის ქურთუკებს, ხავერდის ორეულებს, ლეოპარდისა და ყვავილოვან პრინტებს, პიჯაკებსა და კლასიკურ შარვლებს. კატალოგი 57 ლუქს აერთიანებს.

დემნას უნიკალურ დიზაინთან ერთად, კოლექციაში კარგად ჩანს პარალელები Gucci-ის კლასიკურ ნიმუშებთან, მათ შორისაა 70-80-იანი წლების Gucci-ის ორნამენტული პრინტები, განახლებული Jackie1961 და Ophidia ჩანთის მოდელები. დემნას სადებიუტო კოლექცია, სახელწოდებით "La Famiglia" სექტემბერში გამოქვეყნდა, დიზაინერის პირველი ჩვენება კი 2026 წლის თებერვალში მილანის მოდის კვირეულზე გაიმართება.


 

ფოტო: Gucci