იტალიური მოდის სახლი Gucci ახალ კამპანიას აქვეყნებს, რომელიც ბრენდის საკულტო, ყველაზე ცნობილ - GG მონოგრამულ დიზაინს ეძღვნება და მისი მთავარი სახე მოდელი ემილი რატაიკოვსკია. კამპანია კანში, ფრანგულ რივიერაზეა გადაღებული და მასზე ფოტოგრაფმა დენიელ არნოლდმა იმუშავა. ფოტოებზე ასახულია ტრადიციული GG მონოგრამის ინტერპრეტაციები და მისი მრავალფეროვნება, სხვადასხვა სტილის ჩანთებსა და აქსესუარებზე გამოსახული დიზაინით.
ახალი კოლექციის ნაწილია ბრენდის მდიდარი არქივით შთაგონებული Gucci Savoy და Mini GG-ის კომპაქტური ზომის ჩანთები, Ophidia-ს დიზაინი Double G ემბლემითა და Gucci Giglio ჩანთა, რომლის დებიუტი ფლორენციაში 2026 წლის კრუიზ-კოლექციის ჩვენების დროს გაიმართა და ეძღვნება შროშანის ემბლემას, რომელიც შუა საუკუნეებიდან ტოსკანის სიმბოლოდ ითვლება. ლაჟვარდოვან, ქვიშიან სანაპიროზე და კანის ხალხმრავალ ქუჩებში გადაღებულ კამპანიაში ემილი რატაიკოვსკისთან ერთად კიტ ბატლერი მონაწილეობს. კამპანიის მთავარი მიზანია ახლებური ინტერპრეტაციებითა და თანამედროვე გადაწყვეტით, პატივი სცეს მოდის სახლის მარადიულ სტილს, იტალიურ ხელწერასა და დიზაინს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს აქტუალობას.
დაწერე კომენტარი