ცნობილი სერიალი Euphoria ეკრანებზე მესამე სეზონით ბრუნდება, სერიალის ფინალური სეზონის პრემიერა 2026 წლის აპრილში გაიმართება. HBO-მ სოციალურ ქსელებში მესამე სეზონის პირველი თიზერი და ახალი კადრები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც შოუს შემადგენლობაში Euphoria-ს ჩვენთვის კარგად ნაცნობი მსახიობები დაბრუნდებიან, მათ შორის ჯეიკობ ელორდი, ზენდაია, ჰანტერ შაფერი, სიდნი სვინი, მოდ აპატოუ, ერიკ დეინი, მართა კელი, ალექსა დემი, ქლოე ჩერი და კოლმან დომინგო. Euphoria-ს ფინალური სეზონი 8 სერიას გააერთიანებს და მოვლენები ნაცნობი პერსონაჟების ირგვლივ, სკოლის დამთავრებიდან 5 წლის შემდეგ ვითარდება.
სემ ლევინსონის რეჟისორობით გადაღებული სერიალის დებიუტი 2019 წელს შედგა, Euphoria სკოლის მოსწავლეების, ამერიკელი თინეიჯერების ცხოვრების შესახებ, სიყვარულისა და მეგობრობის ისტორიებზე მოგვიხრობს და აერთიანებს იმ მნიშვნელოვან პრობლემებსა და საკითხებს, რომლებსაც ახალგაზრდები სკოლის პერიოდში აწყდებიან. იმის გათვალისწინებით, რომ ახალ სეზონში მოქმედება მეორე სეზონის დასასრულიდან 5 წლის შემდეგ ვითარდება და პერსონაჟები სკოლის მოსწავლეები აღარ არიან, Euphoria-ს მესამე სეზონი წინა ორისგან განსხვავებული იქნება და ბევრ ახალ საკითხს შეეხება.



დაწერე კომენტარი