Netflix გილერმო დელ ტოროს ფილმის - „ფრანკენშტეინის“ კადრს მიღმა ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც მთავარი როლის შემსრულებელმა, მსახიობმა ჯეიკობ ელორდიმ გადაიღო. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის 82-ე კინოფესტივალზე გაიმართა, Netflix-ზე პრემიერა კი 7 ნოემბერს შედგა და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოტიკური რომანი კინოეკრანებზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. „ფრანკენშტეინი“ მერი შელის 1818 წლის რომანია, რომელიც საკულტო ნაწარმოებად იქცა და მისი შთაგონებით არაერთი ფილმი, სერიალი და სპექტაკლი შეიქმნა. გოტიკურმა რომანმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ლიტერატურასა და პოპკულტურაზე.
დაწერე კომენტარი