Ralph Lauren-ის საშობაო ესთეტიკა მრავალი წელია შთაგონების წყაროა. ვინტაჟური, ელეგანტური სტილი, კლასიკური ფერთა პალიტრა, მასალები და ქსოვილები - ეს სწორედ ის ელემენტებია, რაც Ralph Lauren-ის საშობაო დიზაინს გამოარჩევს. Ralph Lauren ყოველ წელს საშობაო სეზონს განსაკუთრებულად ხვდება და მაღაზიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ჯადოსნურ სივრცეებად გარდაქმნის.
სადღესასწაულოდ გაფორმებულ მაღაზიებს შეხვდებით ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზში, მილანში, ჩიკაგოში, სიდნეისა და ტოკიოში. ნაძვის ხეებთან, ასობით განათებასთან და საშობაო კოლექციასთან ერთად მაღაზიების ფანჯრებში ინტერაქციულ ინსტალაციებს აღმოაჩენთ, მათ შორის ცნობილ Polo Bear-ს, რომელიც გამვლელებს ფანჯრიდან ან მაღაზიის შესასვლელთან ესალმება.
მაღაზიები კიდევ უფრო ჯადოსნური ხდება საღამოსა და ღამის საათებში, როდესაც განათება ირთვება და ფასადის მიმდებარე სივრცეს მთლიანად ანათებს. თითოეული მაღაზია არქიტექტურას, დიზაინს, ტექნოლოგიასა და ტრადიციას აერთიანებს, ინახავს ზღაპრულ ამბებს და წარმოადგენს შთაგონების წყაროს.
მაღაზიებთან ერთად, სტუმრებს ასევე განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობით ხვდება ამერიკული მოდის სახლის კაფე - Ralph's Coffee. ყოველ წელს საშობაოდ იქმნება თემატური დიზაინის ჭიქები, ამასთან ერთად Ralph's Coffee-ის განუყოფელი ნაწილია სპეციალურად საშობაოდ შექმნილი სასმელი - Gingerbread Latte.






დაწერე კომენტარი