Skims და North Face კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ და ზამთრის ახალი ლიმიტირებული კოლექცია წარადგინეს, რომელსაც Laura Obermeyer-ისა და Jackie Nickerson-ის მიერ ჩილეს მთების ფონზე გადაღებული კამპანია მიეძღვნა. ახალი კოლექცია აერთიანებს The North Face-ის მრავალწლიან გამოცდილებას სათხილამურო და სნოუბორდის სამოსის წარმოებაში - პრაქტიკულობასა და კომფორტს, Skims-ის მინიმალისტურ, ფორმებზე ფოკუსირებულ დიზაინთან. Skims x North Face სადებიუტო თანამშრომლობა 2024 წლის ზამთარში შედგა. 

მაღალი ხარისხის ქსოვილებით და ინოვაციური ტექნოლოგიებით შექმნილი კოლექცია მრავალფეროვან სამოსსა და აქსესუარებს მოიცავს. ვხვდებით სხვადასხვა სტილის ქურთუკებს, კომბინეზონებს, ლეგინსებს, სათხილამურო შარვლებს, სპორტულ ორეულებს, დიდი და პატარა ზომის ჩანთებს, ქუდებსა და ხელთათმანებს. მოდელები ძირითადად გადაწყვეტილია ისეთ დამახასიათებელ ფერებში, როგორებიცააა Bone, Kyanite, Gunmetal, Phoenix და Onyx. ასევე, ამ სეზონზე Skims-მა და North Face-მა პირველი, საბავშვო ტანსაცმლის ხაზი გამოუშვეს.

‘’მოხარული ვარ წარვადგინო The North Face x SKIMS მეორე თანამშრომლობა. ახალი კოლექციის ყველა დეტალი, ქსოვილებიდან სილუეტებამდე, შექმნილია იმისთვის, რომ ფუნქციურობა, SKIMS-ის განმსაზღვრელ, დახვეწილ, თანამედროვე ესთეტიკასთან გაერთიანდეს. ოჯახი ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია, ამიტომ განსაკუთრებლად მიხარია ამ სეზონზე საბავშვო სამოსის გამოშვება’’, - აღნიშნავს Skims-ის დამფუძნებელი კიმ კარდაშიანი.