დენიელ ლის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, Burberry 2026 წლის ზაფხულის კამპანიას აქვეყნებს, რომელშიც მსახიობები სიმონ ეშლი და ტომ ბლაითი მონაწილეობენ. ღია საცურაო აუზის, “ლიდოების” და მზის სხივების ფონზე მსახიობები ფოტოგრაფმა Ryan McGinley-მა აღბეჭდა, რომელმაც აქცენტი ბუნებრივ შუქსა და ზაფხულის ესთეტიკაზე გააკეთა. კამპანია იდეალურად ასახავს იმ განწყობასა და ხასიათს, რაც მზიან დღეებსა და სეზონის მოახლოებას ახლავს თან. Burberry-ის ზაფხულის ახალი კოლექცია სამოსთან და საცურაო კოსტიუმებთან ერთად, მრავალფეროვან აქსესუარებს აერთიანებს, მათ შორის ქუდებს, მზის სათვალეებს და Margate-ის ჩანთებს, რომლებიც მადაგასკარში, რაფიის პალმის ფოთლებისგან არის დამზადებული. 

Burberry-ის კამპანიის სახე სიმონ ეშლი ცნობილი Netflix-ის სერიალ Bridgerton-ით გახდა, სულ მალე კი ის “Devil Wears Prada” მეორე ნაწილში გამოჩნდება და მირანდა პრისტლის ახალ ასისტენტს განასახიერებს. რაც შეეხება, ტომ ბლაითს მისი მთავარი პროექტი “Hunger Games” აღმოჩნდა, ბოლოს კი მსახიობი Netflix-ის რომანტიკულ კომედია  “People We Meet on Vacation”-ში ვიხილეთ. სიმონსა და ტომს Burberry-ის სარეკლამო კამპანიაში ასევე უერთდებიან მოდელები Alva Claire, Sacha Quenby, Babacar N’Doye, Tunji Obembe და Iris Law.