ფრანგი ხელოვანი JR ახალ პროექტს წარმოადგენს, რომლითაც არტისტმა პარიზის უძველესი ხიდი Pont Neuf ხელოვნების უზარმაზარ ინსტალაციად, ერთგვარ კლდოვან გამოქვაბულად გარდაქმნა. 120 მეტრი სიგრძისა და 18 მეტრი სიმაღლის ინსტალაცია გახსნიდან 22 დღის განმავლობაში იქნება ღია და დამთვალიერებლებს 28 ივნისამდე უმასპინძლებს. გიგანტური გამოქვაბულის შესაქმნელად ხელოვანმა 800-ზე მეტ ადამიანთან ერთად იმუშავა. აღსანიშნავია, რომ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ გამოქვაბულის შიდა სივრცეც აღმოაჩინონ და კონსტრუქციაში გაიარონ.

55814ca3-035a-44a1-8282-f58cdba67685.jpeg 384.81 KB
ნამუშევარი პარალელს ავლებს და პატივს მიაგებს კრისტო ჯავაჩევის და ჟან-კლოდის ხელოვნებას. მათ 1975-1985 წლებში იმუშავეს პროექტზე - The Pont Neuf Wrapped და ხიდი სპეციალური ქსოვილით შეფუთეს. გარდა ამისა, ხელოვან წყვილს სხვა მრავალი ცნობილი ობიექტისა და მონუმენტის გარდაქმნა უკავშირდებათ, რომლებსაც წლების განმავლობაში ნაქსოვი პოლიპრიპილენით დროებით ფარავდნენ.
89ad464e-191a-4ab2-92af-57c96d9e90d7.jpeg 709.44 KB
‘’ჩემი ხედვა შთაგონებულია როგორც ამ საკულტო ხიდის წარსულით, ისე აწმყოთი. აღფრთოვანებული ვარ კრისტოსა და ჟან-კლოდის მხატვრული მემკვიდრეობით..’’ - აღნიშნავს JR, ხელოვანი, რომელიც წარმატებით აგრძელებს ლეგენდარული ხელოვანების გამორჩეულ ტრადიციას