ზოგი ბრენდი საკუთარ იდენტობას არასდროს ცვლის, ზოგი კი ისტორიას სრულიად ახალი პერსპექტივიდან გვიყვება. სწორედ მეორე გზას ირჩევს Hendrick’s, რომელიც თითქმის ათწლეულის შემდეგ პირველ ახალ მუდმივ გამოშვებას - Another Hendrick’s-ს - წარადგენს.
ეს არ არის კლასიკური Hendrick’s-ის ჩანაცვლება. უფრო მისი პარალელური ვერსიაა - ნაცნობი ხასიათი, რომელსაც განსხვავებული არომატული მიმართულება აქვს. თუ ბრენდის ხელწერა წლების განმავლობაში ვარდისა და კიტრის უჩვეულო კომბინაციამ განსაზღვრა, ახლა ამ ისტორიას ფორთოხლის ყვავილი და კაკაოს მარცვლები აგრძელებს.8b575b4b-248c-4732-93f9-e5fe1a4bff96.jpeg281.68 KBახალი გამოშვების იდეა Hendrick’s-ის მთავარ დისტილატორს - ლესლი გრეისის ეკუთვნის. მისი ინსპირაცია შოკოლადისა და ყვავილების სიყვარულიდან დაიბადა, თუმცა შედეგი დესერტის არომატი კი არა, მრავალშრიანი, ელეგანტური და დახვეწილი ჯინია, სადაც ციტრუსოვანი სიმსუბუქე კაკაოს ხავერდოვან ტექსტურას ერწყმის.
არანაკლებ საინტერესოა ვიზუალური ენა. კლასიკური Hendrick’s-ის მუქი ბოთლის ნაცვლად, Another Hendrick’s თეთრ ბოთლშია ჩამოსხმული - როგორც ბრენდის სარკისებური ანარეკლი; ერთი და იგივე ხასიათი, ორი განსხვავებული ინტერპრეტაციით.1f08a183-2344-42ec-a627-77b72fd60a98.jpeg323.65 KBდღეს, როდესაც პრემიუმ სასმელების სამყაროში პროდუქტი მხოლოდ გემოს აღარ ნიშნავს და სულ უფრო მეტად დიზაინის, გამოცდილებისა და კულტურული ნარატივის ნაწილად იქცევა, Another Hendrick’s სწორედ ამ ცვლილებას ეხმიანება. ეს არის გამოშვება, რომელიც ექსპერიმენტს არა უბრალოდ სიახლისთვის, არამედ განსხვავებული ემოციის შესაქმნელად იყენებს.e52bc595-793f-4719-8b75-a3bb737d5e8c.jpeg245.23 KBAnother Hendrick’s ბრენდის ისტორიაში პირველი ახალი მუდმივი გამოშვებაა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში. თუმცა მისი მთავარი სიახლე მხოლოდ ახალი რეცეპტი არ არის. ის კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაზე საინტერესო ისტორიები ხშირად ნაცნობი იდეების სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციიდან იწყება.e3db2dfd-d5fc-477a-93c1-f707d83a4335.jpeg341.79 KBHendrick’s უკვე წლებია შოტლანდიის აირშირის სანაპიროზე მდებარე Hendrick’s Gin Palace-ში იწარმოება. თითოეული გამოშვება მხოლოდ 500-ლიტრიან პარტიებში მზადდება, ორი იშვიათი სპილენძის სახდელი აპარატისა და 11 ბოტანიკური ინგრედიენტის გამოყენებით, რომელსაც ბრენდის საკულტო ვარდისა და კიტრის ინფუზია ასრულებს.
სწორედ ამ მიდგომამ აქცია Hendrick’s თანამედროვე პრემიუმ ჯინის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სახელად. Another Hendrick’s კი ამ ისტორიის გაგრძელებაა - არა კლასიკის ჩანაცვლება, არამედ მისი ახალი ინტერპრეტაცია.
დაწერე კომენტარი