ერთალაოიანი შოტლანდიური ვისკის ბრენდმა Glenfiddich-მა Aston Martin F1-თან თანამშრომლობით ექსკლუზიურად წარადგინა ახალი, ლიმიტირებული, 16-წლიანი დაძველების ვისკი. ორი ლეგენდარული ბრენდი საერთო ღირებულებებით თანამშრომლობს - დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტრადიციებს, ხელობას და ხარისხს. ისინი ქმნიან მდიდარი მემკვიდრეობისა და ინოვაციების სინთეზს. 16-წლიანი ერთალაოიანი ვისკის განსაკუთრებული გემოების შესაქმნელად და დასავარგებლად გამოყენებულია სამი ტიპის კასრი: ამერიკული მუხის ღვინის კასრი, ახალი ამერიკული მუხის კასრი და კასრი, რომელშიც დავარგდა ბურბონი.
An unforgettable evening when Glenfiddich and @astonmartinf1 Team celebrate together with a spec (2).jpg93.5 KBვისკის არომატი გაჯერებულია ნეკერჩხლის სიროფის, ჩიზქეიქის ორცხობილას, კარამელიზებული ჯანჯაფილისა და მუხის ნოტების მდიდარი სურნელით, ხოლო მისი გემო გამოირჩევა საკმაოდ რბილი, კრემისებური და მოტკბო გემოებით, რომელიც ინარჩუნებს Glenfiddich-ის ტრადიციებს და დამახასიათებელ გამორჩეულ გემოს. ამავდროულად, ვისკი ეხმიანება Aston Martin-ის ფილოსოფიას - მარადიულს, გამბედავსა და უკომპრომისოს. c4ee68d4-ae56-4159-8e55-a2c54c8989bd (1).jpeg308.15 KBმიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია მუდამ ვითარდება, Glenfiddich-ის 137-წლიანი ტრადიცია, უნიკალური რეცეპტები და დაბალანსებული გემოები უცვლელი რჩება 1887 წლიდან. Glenfiddich შოტლანდიაში, ქალაქ Dufftown-ში დაარსდა, დისტილერია უილიამ გრანტსმა ოჯახთან ერთად საკუთარი ხელით ააშენა და მსოფლიოს გააცნო დღესდღეობით ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი Single Malt - შოტლანდიური ვისკი. დღესაც კი დისტილერია რჩება მთლიანად ოჯახის საკუთრებაში და თითოეულ ბოთლს კვლავ აწარმოებენ იმავე ქარხანაში, რომელიც გრანტსმა და მისმა ოჯახმა ააშენეს. ტრადიციას ოჯახის მეხუთე თაობა აგრძელებს. სწორედ თაობიდან თაობას გადაცემული ტრადიციები, მრავალწლიანი გამოცდილება და საუკუნოვანი მემკვიდრეობა უზრუნველყოფს Glenfiddich-ის ვისკის წარმატებასა და მასზე მაღალ მოთხოვნას მთელ მსოფლიოში.Where whisky mastery meets F1 adrenaline. At Grand Central Station, we’re celebrating with @glen.jpg177.5 KBრაც შეეხება Aston Martin-ს, ლეგენდარული ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი დახვეწილ ბრიტანულ სტილთან ასოცირდება. Aston Martin 1913 წელს ლიონელ მარტინიმ და რობერტ ბემფორდმა დააარსეს და მას შემდეგ ქმნიან საკულტო მოდელებს. სწორედ ამ ორი განსაკუთრებული ისტორიის მქონე ბრენდის პარტნიორობით შეიქმნა Glenfiddich 16 Year Old Aston Martin F1 Limited Edition. ვისკის მოყვარულებს შეუძლიათ Glenfiddich x Aston Martin ლიმიტირებული გამოშვების ბოთლები საქართველოში შეიძინონ და ექსკლუზიური კოლექციის ნაწილად აქციონ. შეძენა შესაძლებელია Alcorium-ის მაღაზიებში Alcorium-ის ვებგვერდსა და Wolt-ის პლატფორმაზე.
დაწერე კომენტარი