ახალი თანამედროვე ბოთლი, ახალი საკომუნიკაციო კამპანია და ახალი საფირმო კოქტეილი – იტალიური ვერმუტის საკულტო ბრენდისთვის კომპანია Bacardi მსუბუქი და პრემიუმსასმელების მიმართ მზარდ მოთხოვნას პასუხობს და განახლებულ MARTINI-ს წარმოადგენს. MARTINI ის ბრენდია, რომელიც არა მხოლოდ Bacardi-ს პორტფელში იკავებს საპატიო ადგილს, არამედ ზოგადად, სასმელების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. ამიტომ, მისი პრემიუმიმიჯის კიდევ უფრო გაძლიერებით, Bacardi მომხმარებლებისთვის ახალ გამოცდილებებს ავითარებს და გვთავაზობს ბოთლის შეცვლილ, უფრო თანამედროვე ვიზუალს.

MARTINI, რომელიც რჩება უმაღლესი ხარისხის ვერმუტად 160-წლიანი ისტორიისა და ოსტატობის საფუძველზე, ახლა უკვე წარმოდგენილია ელეგანტურ და გამორჩეულ ბოთლში, რომელიც ხაზს უსვამს შიგთავსის ხარისხს. MARTINI-ს პორტფელში შედის ვერმუტის სხვადასხვა სახეობა: Bianco, Rosso, Fiero, Rosato და Extra Dry, ასევე MARTINI-ს უალკოჰოლო აპერიტივი - Vibrante და Floreale. საქართველოს ბაზარზე ამ ეტაპისთვის გვხდება: Bianco-ს, Rosso-ს, Rosato-სა და Extra Dry-ის სახეობები.
„თანამედროვე აპერიტივის პოპულარობა ბუმს განიცდის,“ – აცხადებს მაჰეშ მადჰავანი, Bacardi Limited-ის აღმასრულებელი დირექტორი. „მხოლოდ ტეკილა იზრდება უფრო სწრაფად.“ აპერიტივის კატეგორია თითქმის 11 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება* და ვარაუდობენ, რომ წლიურად 6%-ით გაიზრდება (IWSR CAGR 24-28). „MARTINI-ში ჩვენს ინვესტიციას ვუძღვნით ბრენდის 160 და მეტი წლის მემკვიდრეობას და მის უდავო გავლენას თანამედროვე ბარის კულტურაზე. MARTINI შექმნილია თანამედროვე აპერიტივისთვის.“
გამორჩეული და ელეგანტური დიზაინი – შთაგონებული იტალიის ქალაქ ტურინის თაღოვანი ხეივნებით – MARTINI-ს კიდევ უფრო გამორჩეულსა და შესამჩნევს ხდის თაროებზე და, ამავდროულად, ამცირებს ბრენდის მავნე ზეგავლენას ეკოლოგიაზე. 1-ლიტრიანი MARTINI-ს ბოთლი ახლა 30 გრამით უფრო მსუბუქია (რაც წონის 5%-ს შეადგენს), რის შედეგადაც შემცირდა ყოველწლიური სათბურის გაზის ემისიები MARTINI-ის საწარმოში (ჩრდილოეთ იტალიაში). უფრო ვიწრო ბოთლის ფორმამ ასევე შესაძლებელი გახადა თითოეულ პალეტზე დამატებით 48 x 75cl ბოთლის განთავსება (8%-ით მეტი), რაც ტრანსპორტირებას უფრო ეფექტიანს ხდის. ახალი MARTINI-ს ბოთლები მსოფლიოს ბარებსა და მაღაზიებში 2025 წლის მარტიდან გამოჩნდა და საქართველოში 2025 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად შემოვიდა.
360 საკომუნიკაციო კამპანია
MARTINI-ს Dare To Be („იყავი გამბედავი“) კამპანია ასახავს აპერიტივის მირთმევის პროცესის ევოლუციას - წინასადღესასწაულო მომენტიდან თავად დღესასწაულამდე. კამპანიის ფერადი და ენერგიული ვიზუალი მომხმარებლებს იწვევს, გაბედონ და გამოვიდნენ „ყოველდღიურობიდან“ და შეხვდნენ „თავიანთ ყველაზე მხიარულ და სტილურ მე-ს“.
ახალი საფირმო კოქტეილი
წელს MARTINI-მ მსოფლიოს წარუდგინა ახალი საფირმო კოქტეილი MARTINI Bianco Spritz, რომელიც მარტივი სამსაფეხურიანი რეცეპტით მზადდება.
ყინულით სავსე ჭიქაში:
- ჩაასხით 50 მლ MARTINI Bianco ვერმუტი
- დაუმატეთ 75 მლ MARTINI Prosecco
- დაუმატეთ 25 მლ SODA WATER
გააფორმეთ პიტნით, ლიმონისა და მარწყვის ნაჭრებით.
შედეგად, მიიღებთ უგემრიელეს სპრიცს ნაზი ვანილის ნოტებით. ახალი კოქტეილი ზემოთ მოცემული რეცეპტის მიხედვით, თავად შეგიძლიათ მოამზადოთ სახლში ან დააგემოვნოთ სხვადასხვა კაფე-ბარში. მიმდინარე 2 კვირის განმავლობაში თბილისის წამყვან რესტორნებსა თუ კაფე-ბარებში (Ambrosiano, Luna Pizza, El centro, Shushabandi, Leo, Barmaglot, Barbara და სხვა) თქვენ ასევე დაგხვდებათ Martini Spritz-ის კვირეული - მომხმარებლები შეძლებენ დააგემოვნონ MARTINI-ის ახალი კოქტეილი სპეციალურ ფასად და აღმოაჩინონ მათი ფავორიტი გემო.
MARTINI კვლავ რჩება აუცილებელ ინგრედიენტად კლასიკურ კოქტეილებში, მათ შორისაა Americano, Negroni, Dry Martini და სხვა,
* აპერიტივისა და NoLo-ს (გარდა ლუდისა) საცალო ღირებულება (IWSR 2023)



დაწერე კომენტარი