უკვე ათი წელია, East point ქართველ დიზაინერებთან ერთად განსაკუთრებულ ისტორიას ქმნის. ყოველ ზაფხულს ეს ინიციატივა ახალი დიზაინერის ხედვითა და ექსკლუზიური ჩანთების სერიით გრძელდება, რომელიც სეზონის განწყობასა და თანამედროვე სტილს აერთიანებს.

ფერთა პალიტრა ზაფხულის ბუნებრივი ტონებითაა შთაგონებული, ხოლო რბილი და მსუბუქი მასალა ჩანთებს კომფორტულსა და მრავალფუნქციურს ხდის. მათი მინიმალისტური დიზაინი თანაბრად უხდება როგორც ქალაქის ყოველდღიურ რიტმს, ისე მოგზაურობას.
ათი წლის განმავლობაში ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა გამორჩეული კოლექციები ქართველ დიზაინერებთან — DALOOD, LIYA, TATUNA, ANOUKI, CHUBIKA, DATUNA SULIKASHVILI, MATERIAL, KEBURIA და PLASTICWATCHER. წელს ამ ათწლიანი ისტორიის ახალი თავი INGOROKVA-ს ეკუთვნის, რომლის ხელწერაც პროექტის 10 წლის სეზონს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.

კოლექცია შეზღუდული რაოდენობითაა ხელმისაწვდომი.
დაწერე კომენტარი