ზოგიერთი სივრცე გაცილებით მეტს გვთავაზობს ვიდრე მისგან თავდაპირველად ველით. მისვლის მიზეზი შეიძლება ერთი კონკრეტული ნივთი იყოს, თუმცა საბოლოოდ იმაზე მეტს აღმოაჩენ - ახალ ბრენდს, უცნობ სურნელს, ისტორიას, რომელიც მანამდე არ იცოდი, ან საკუთარ თავთან დაკავშირებულ ახალ ასოციაციას. არომატეკას ისტორია სწორედ ასეთი აღმოჩენებისგან შედგება.
ათი წლის წინ საქართველოში ნიშ პარფიუმერია ჯერ კიდევ საკმაოდ ახალი და ვიწრო სფერო იყო. დღეს კი სურნელზე საუბარი ბევრად უფრო ფართო კულტურის ნაწილია - ადამიანები პარფიუმერიას აღარ აღიქვამენ როგორც ყოველდღიური რუტინის ერთ-ერთ დეტალს. სურნელი გახდა ინდივიდუალური არჩევანი, ხასიათის, მეხსიერებისა და იდენტობის ნაწილი. ამ ცვლილების ათწლიანი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავი სწორედა არომატეკას უკავშირდება.
ათი წელი აღმოჩენების გზაზე
არომატეკას ათწლიანი ისტორია მხოლოდ იმ ბრენდებისა და სურნელების ჩამონათვალი არ არის, რომლებიც ამ წლების განმავლობაში საქართველოში გამოჩნდა. ეს არის ადამიანების, შეხვედრების, ახალი კავშირებისა და აღმოჩენების ისტორია - იმ გამოცდილებისა, რომელიც ნელ-ნელა დაგროვდა და საბოლოოდ თავად სივრცის კულტურა შექმნა.
ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სელექციას ნიშ პარფიუმერიის სამყაროში ბრენდის არჩევა მხოლოდ პროდუქტის არჩევას როდი ნიშნავს. თითოეულ სახლს საკუთარი ენა, ესთეტიკა და ფილოსოფია აქვს, ხოლო სურნელი ამ სამყაროს ერთგვარი გაგრძელებაა. სწორედ ამიტომ, ექსკლუზიური წარმომადგენლობები და გააზრებული სელექცია არომატეკას საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ ნაწილად იქცა — შესაძლებლობად, საქართველოში ისეთი ბრენდები და ისტორიები გაჩენილიყო, რომელთა აღმოჩენაც მანამდე მხოლოდ მოგზაურობისას ან მსოფლიოს სხვა ქალაქებში იყო შესაძლებელი.
ათი წლის განმავლობაში ამ არჩევანმა მომხმარებლის დამოკიდებულებაც შეცვალა. თუ ოდესღაც პარფიუმერიის შერჩევა ხშირად ერთი კონკრეტული, ნაცნობი სურნელის პოვნას ნიშნავდა, დღეს ადამიანები უფრო მეტად ეძებენ განსხვავებულ გამოცდილებას. ინტერესდებიან ინგრედიენტებით, ბრენდის ისტორიით, პარფიუმერის ხედვით და იმ ემოციით, რომელსაც კონკრეტული სურნელი იწვევს.
როდესაც სურნელი გამოცდილებად იქცევა
არომატეკაში სტუმრობა სწორედ ამ განსხვავებული ურთიერთობის ნაწილია. აქ სუნამოს შეძენა საბოლოო მიზანი ყოველთვის არ არის. პროცესი იწყება აღმოჩენით - ახალი ბრენდის გაცნობით, სხვადასხვა სურნელის გამოცდით, კონსულტანტთან საუბრით და საკუთარი გემოვნების უკეთ გაგებით.
სწორედ ეს ქმნის Aromateque Experience-ს: სივრცეს, სადაც პარფიუმერიასთან ურთიერთობა უფრო პერსონალური გამოცდილებაა. შეიძლება შეხვიდე ერთი სურნელის სანახავად და სრულიად სხვა აღმოაჩინო. შეიძლება პირველად გაიგო ბრენდის ისტორია, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი გსმენია, ან აღმოაჩინო სურნელი, რომელიც კონკრეტულ მოგონებას, ადგილს ან ადამიანს გაგახსენებს.
სურნელების მიღმა - ადამიანები
ათი წლის ისტორიის მთავარი ნაწილი მაინც ადამიანები არიან. მომხმარებლები, რომლებიც წლების განმავლობაში ისევ ბრუნდებიან; ადამიანები, რომლებმაც პირველად სწორედ აქ აღმოაჩინეს ნიშ პარფიუმერია; ბრენდების წარმომადგენლები, პარფიუმერები და შემოქმედებითი სფეროს ადამიანები, რომლებთანაც სხვადასხვა დროს ახალი კავშირები შეიქმნა.
სწორედ ასეთი ურთიერთობებისგან შედგება ნებისმიერი კულტურა. არომატეკის შემთხვევაშიც, ნიშური პარფიუმერიის განვითარება მხოლოდ ახალი ბრენდების ჩამოყვანას არ უკავშირდება - ის იმ საუბრებსა და გამოცდილებებსაც მოიცავს, რომლებმაც ადამიანებს სურნელის სხვაგვარად აღქმა ასწავლა.
ამიტომაც არის „სურნელების ისტორია“ არომატეკას ათი წლის საიუბილეო კომუნიკაციის მთავარი იდეა. იმიტომ, რომ ამ ისტორიის თითოეული სურნელი რაღაცას ინახავს - შეხვედრას, მოგონებას, აღმოჩენას ან იმ მომენტს, როდესაც პირველად მიხვდი, რომ კონკრეტული არომატი უბრალოდ სუნამო აღარ იყო.
როდესაც პარფიუმერია ხელოვნებას ხვდება
იუბილეს ფარგლებში Aromateque-ის ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ხელოვნებასა და დიზაინთან თანამშრომლობაა. სწორედ ამ კონტექსტში შედგა Merab Gugunashvili × Aromateque - არტისტ მერაბ გუგუნაშვილთან კოლაბორაცია, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სახლის დეკორის უნიკალური ობიექტი შეზღუდული რაოდენობით.
კოლაბორაცია საინტერესოა არა მხოლოდ როგორც საიუბილეო ნივთი, არამედ როგორც სხვადასხვა შემოქმედებითი სამყაროს გადაკვეთა. პარფიუმერია, ისევე როგორც ხელოვნება და დიზაინი, ხშირად მუშაობს იმაზე, რასაც პირდაპირ ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ განწყობაზე, ასოციაციაზე, მეხსიერებასა და პირად გამოცდილებაზე.
სწორედ ამიტომ ამ ობიექტის ისტორია არომატეკას ათწლიანი გზის ბუნებრივ გაგრძელებადაც შეიძლება აღვიქვათ: როდესაც სურნელის კულტურა მხოლოდ ბოთლის ფორმით აღარ შემოიფარგლება და სხვა შემოქმედებით დისციპლინებს ხვდება.
ათი წლის იუბილე, საბოლოოდ, მხოლოდ წარსულის შეჯამება არ არის. ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაიხსენო გზა, რომელმაც აქამდე მოგიყვანა და იფიქრო იმ აღმოჩენებზე, რომლებიც წინ გელოდება.
საიუბილეო კვირეულის ფარგლებში - 29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით არომატეკა მომხმარებლებს მრავალფეროვან შეთავაზებებსა და აქტივობებს უმზადებს - შესაძლებლობას, თავადაც გახდნენ ამ ათწლიანი ისტორიის ნაწილი.
ათი წელი შეიძლება კალენდარში მხოლოდ ერთ თარიღად ჩანდეს. მაგრამ სურნელების სამყაროში ათი წელი ბევრად მეტია. ეს არის ათასობით აღმოჩენა, უამრავი შეხვედრა, ახალი ბრენდი, ახალი ასოციაცია და თითოეული ადამიანის საკუთარი ისტორია.
და ალბათ სწორედ ამიტომ არის არომატეკას ათწლიანი ისტორია, საბოლოოდ, არა მხოლოდ ერთი ბრენდის, არამედ სურნელების ისტორია ისტორია იმისა, როგორ იქცა სურნელის აღმოჩენა საქართველოში გამოცდილებად, რომელსაც ადამიანები საკუთარ ისტორიებს უკავშირებენ.
დაწერე კომენტარი