Calvin Klein ახალ კამპანიაში ბრენდისთვის დამახასიათებელ მინიმალისტურ ესთეტიკას უბრუნდება. Soft Touch Denim კოლექცია ზამთრის სეზონისთვის შექმნილ დენიმს წარმოგვიდგენს, სადაც კომფორტი, რბილი ტექსტურა და თანამედროვე სილუეტები ერთიანდება.

ინტიმური კადრები, ბუნებრივი მოძრაობები და სადა ფერთა პალიტრა კამპანიის მთავარ განწყობას ქმნის. ფოტოსესია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Calvin Klein-ის ვიზუალურ იდენტობას, რომელშიც სიმარტივე და სექსუალურობა ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.