პოპულარული ამერიკული სერიალის, Tell Me Lies-ის ვარსკვლავები და მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები - გრეის ვან პატენი და ჯექსონ ვაითი Calvin Klein-ის ახალი კამპანიის მთავარი სახეები არიან. კამპანია, სახელწოდებით ‘’Our Calvins’’ ვალენტინობას ეძღვნება და წარმოადგენს ბრენდის ლიმიტირებული გამოშვების კაფსულა-კოლექციას - ახალი ფერებითა და პრინტებით გაფორმებულ თეთრეულსა და სამოსს, მათ შორის - Calvin Klein-ის ყველაზე ცნობილ და გაყიდვად მოდელებს.
Hulu-ს სერიალის, Tell Me Lies-ის პრემიერა 2022 წელს შედგა. გრეის ვან პატენი და ჯექსონ ვაითი სერიალში მთავარ პერსონაჟებს - ლუსი ოლბრაიტსა და სტივენ დემარკოს განასახიერებენ. სერიალი მოგვითხრობს ტოქსიკურ, ემოციურად დამანგრეველ ურთიერთობაზე, რომელიც კოლეჯში იწყება და წლების განმავლობაში გრძელდება. სერიალი ახალგაზრდების პრობლემებსა და მანიპულაციების შედეგებს ასახავს, აერთიანებს ისეთ თემებს, როგორებიცაა ემოციური დამოკიდებულება, ღალატი, ტრავმები და გვაჩვენებს, როგორ ცვლის ტოქსიკური ურთიერთობები ადამიანების ცხოვრებას. Tell Me Lies-ის მე-3 სეზონის პრემიერა წელს გაიმართა, რომლითაც შოუ დაიხურა და მაყურებელმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის ფინალური სერია იხილა.
ფოტო: Calvin Klein





დაწერე კომენტარი