ჩინეთის ანჰუის პროვინციაში, მდინარის პირას, არქიტექტურულმა სტუდია Shisuo Design Office-მა უჩვეულო საცხოვრებელი სახლი - Jiang Deng Lu შექმნა. პროექტი თანამედროვე არქიტექტურის, ინდუსტრიული მასალებისა და ბუნებრივი გარემოს საინტერესო ურთიერთკავშირს წარმოაჩენს.
75d62f6a-ace1-46e9-b36d-842d80080b21.jpeg270.16 KBშენობას მისი კონსტრუქცია გამოარჩევს - ფერდობზე განთავსებული კომპაქტური სახლი ნაწილობრივ მეტალის საყრდენებზე დგას, რაც ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ის მიწის ზედაპირიდან მოწყვეტილია და მწვანე ლანდშაფტის თავზე ცურავს.4845b799-da8f-4dad-aebf-4b57744cc9ce.jpeg327.57 KBარქიტექტორებმა უჟანგავი ფოლადის ნარჩენები გამოიყენეს, რომლებიც დამკვეთის კუთვნილი ქარხნიდან მოიპოვეს. ამ გადაწყვეტილებით ინდუსტრიულმა მასალამ ახალი დანიშნულება შეიძინა და შენობის არქიტექტურული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.200b2250-70e9-42e3-b830-b50cda894e3f.jpeg249.58 KBგანსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მეტალის ბადისგან შექმნილი ღია ტერასა, რომელიც პირდაპირ ხეებისკენ არის მიმართული. მსუბუქი კონსტრუქცია გარემოსთან უშუალო კავშირს ინარჩუნებს და საცხოვრებელ სივრცეს ბუნებრივი ლანდშაფტის გაგრძელებად აქცევს.e4239926-9697-42a8-bd8d-d4d3ca0053d5.jpeg247.7 KBთავად არქიტექტორები Jiang Deng Lu-ს „სიურრეალისტურ სოფლის სახლს“ უწოდებენ. მინიმალისტური ფორმებითა და ინდუსტრიული ესთეტიკით გამორჩეული პროექტი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება თანამედროვე არქიტექტურა ბუნებრივ გარემოში ისე ინტეგრირდეს, რომ მის ნაწილად იქცეს.
დაწერე კომენტარი