კალიფორნიაში მდებარე გამორჩეული არქიტექტურის მქონე Wave House, რომელიც 1955 წელს ხელოვან მაილზ ბეიტსისთვის აშენდა, წარმოადგენს ახალ კოლაბორაციას Design Within Reach-სა და Boutique-ს შორის, რომლის ფარგლებშიც სახლში განთავსებულია ბრიტანელი დიზაინერის, Paul Smith-ის ხედვით შექმნილი ექსკლუზიური ავეჯი. ავეჯის ხაზი აღნიშნავს დიზაინერის ხანგრძლივ თანამშრომლობას Maharam-თან - ტექსტილის კომპანიასთან, რომელთან ერთადაც შეიქმნა შიდა და გარე ავეჯის დახვეწილი კოლექცია სხვადასხვა ქსოვილითა და დიზაინით. 

კოლექცია აერთიანებს სკამებსა და სავარძლებს, მათ შორის - კლასიკური ავეჯის წამყვანი ბრენდების, Knoll-ისა და Herman Miller-ის მნიშვნელოვან ნამუშევრებს, შუა საუკუნის საკულტო ავეჯს, სავარძლებს, სახელწოდებით  Eames Molded Plastic Side Chair და Eero Saarinen's Womb Chair, DWR-ის ორიგინალურ დიზაინერულ ობიექტებთან ერთად, თითოეული გაფორმებულია Paul Smith-ის და Maharam-ის ნიმუშებით. დიზაინერი მრავალი წელია თანამშრომლობს ტექსტილის კომპანიასთან და ისინი ერთობლივად ქმნიან ქსოვილების კოლექციებს, რომელიც წარმოადგენს Paul Smith-ის ინტერესსა და სიყვარულს მრავალფეროვანი პალიტრის, პრინტებისა და დამახასიათებელი დიზაინის მიმართ. 

w15-1638x2048.jpg 273.28 KB
‘’Paul Smith-ის კოლექცია წარმოუდგენლად მრავალმხრივია და ესადაგება სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს. თუმცა, ეს განსაკუთრებული და ექსპერიმენტული კოლექციაა, რომელიც Wave House-ის დიზაინის მიხედვით შეიქმნა’’, - აღნიშნავს DWR-ის ვიცე-პრეზიდენტი და კრეატიული დირექტორი ომარ ნობილი.
w9-1-1638x2048.jpg 602.47 KB
Wave House 1955 წელს აშენდა, როგორც დასასვენებელი სახლი და სტუდია მაილზ ბეიტსისთვის, დროთა განმავლობაში კი მნიშვნელოვან არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობად იქცა. სახლი ცნობილია თავისი მრგვალი სახურავის დიზაინით, რომელიც ახლომდებარე სან ჯაკინტოს მთების შესაბამისად დაპროექტდა. სახლი საზოგადოებისთვის პირველად 2020 წლის თებერვალში გაიხსნა, მას შემდეგ, რაც Stayner Architects-მა ის ზედმიწევნით აღადგინა. Paul Smith-ის დიზაინით გაფორმებული სივრცე 21 აპრილს გაიხსნა და სტუმრებს და დამსვენებლებს 31 აგვისტომდე უმასპინძლებს.