პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Balenciaga-მ, დემნა გვასალიას შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია წარადგინა, რომელიც მოიცავს მოდის სახლის პირველ თანამშრომლობას Puma-სთან და აერთიანებს ბრენდების განსხვავებულ ხედვას. ახალ კოლექციაში ვხვდებით სხვადასხვა სტილის ლუქებს - საოფისე სამოსს კოსტიუმებით, პერანგებითა და კლასიკური შარვლებით, სპორტულ ორეულებს 90-იანი წლების Puma-ს საარქივო დეტალებით, ჰუდებს, ბომბერებსა და ჟაკეტებს, ტყავის ქურთუკებსა და ზამშის მოსაცმელებს.
კოლექცია აქცენტს აკეთებს Puma-ს Speedcat-ის სილუეტზე, რომლის ფარგლებშიც კოლაბორაციის შედეგად 1999 წლის ცნობილი სპორტული ფეხსაცმლის, Speedcat OG-ის განახლებული დიზაინი ვიხილეთ. ასევე წარმოდგენილია აქსესუარების და ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი, მათ შორის დიდი ზომის სათვალეები, ხელთათმანები, ქუდები და Marché Bag ჩანთა, რომელიც მსუბუქი ტექსტილისგან, Dyneema-სგან არის დამზადებული. Balenciaga-ს ახალი კოლექცია ერთმანეთისგან განსხვავებული სტილის ჩაცმულობით არის შთაგონებული და ხაზს უსვამს როგორც ყოველდღიურ და სპორტულ სამოსს, ისე საღამოს კაბებსა და ექსტრავაგანტურ სტილს.
დაწერე კომენტარი