Jameson თავისი ირლანდიური არომატით, მეგობრული და უშუალო ხასიათით, საუკეთესო ვისკი და იდეალური არჩევანია მეგობრებთან ერთად გართობისა და სასიამოვნო მომენტების შესაქმნელად. ბრენდი ამ კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად მუდმივად მხარს უჭერს შემოქმედებით პროექტებს, ერთ-ერთი ასეთი დიდი და ცნობილი მუსიკალური პროექტია - Jameson Sound Distillery, რომელმაც გლობალურად დიდი პოპულარობა მოიპოვა. საერთაშორისო გამოცდილების ფონზე, ბრენდმა მუსიკალური პროექტი საქართველოშიც განახორციელა Jameson Live with SOPO დასახელებით. a2607b94-47f7-4fe2-9d5b-058c68d41306.jpeg416.09 KBპროექტს წინ უძღვოდა პრეკამპანია, რომლის ფარგლებშიც ჩაიწერა სიმღერა “What Have You Done Lately”, ხოლო პროექტი 27 აპრილს Love Bar-ში გამართული ღონისძიებით დაგვირგვინდა. მეგობრული შეკრებების უალტერნატივო ვისკი - Jameson საღამოს მთავარი გმირი და მასპინძელი იყო. დახურულ ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებმა მოსაწვევები ორიგინალური ფორმით და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობით მიიღეს. კიდევ უფრო მეგობრული გარემოს და მხიარული განწყობის შესაქმნელად ბრენდმა სტუმრებს სხვადასხვა სახალისო თამაში, გემრიელი კოქტეილები, თემატური ინსტალაციები, ფოტოჯიხური სამახსოვრო კადრებისთვის, მრავალფეროვანი ხემსები და ბრენდირებული საჩუქრები დაახვედრა. fe593a9c-84ca-4d8a-aecb-81f6973ea811.jpeg329.42 KBბრენდი თავისი ორიგინალური პროექტებითა და კამპანიებით მუდმივად ამტკიცებს, რომ Jameson-ის მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის იმ დაუვიწყარი მომენტებისა და ემოციების შექმნაა, რომლებიც მეგობრების შეკრებებს მოჰყვება.
დაწერე კომენტარი