პარიზში, Kering-ის სათავო ოფისში, მიმდინარეობს გამოფენა, სახელწოდებით ‘’Balenciaga by Demna’’, რომელიც დემნა გვასალიას მიერ Balenciaga-ს გარდაქმნისა და ევოლუციის ისტორიას მოგვითხრობს. გამოფენა დემნას შემოქმედებითი ხელმძღვანელობიდან - 2015 წლიდან დღემდე Balenciaga-სთვის შექმნილ უნიკალურ ნივთებსა და 110 ნამუშევარს აერთიანებს, რომელიც დიზაინერმა თავად შეარჩია. ‘’Balenciaga by Demna’’ 26 ივნისს გაიხსნა და დამთვალიერებლებს 9 ივლისამდე უმასპინძლებს. გამოფენითა და ბოლო კოლექციის დაგეგმილი ჩვენებით ქართველი დიზაინერი Balenciaga-ს ემშვიდობება და მოღვაწეობას Gucci-ს სათავეში გააგრძელებს. IMG_3377.jpeg183.63 KBდამთვალიერებლებისთვის გამოფენა იხსნება ერთ-ერთი ყველაზე მნივნელოვანი ექსპონატით - 2007 წლით დათარიღებული ბეჭდური ელექტრონული წერილით, რომლითაც Balenciaga-მ დემნას სტაჟირებაზე უარი განუცხადა. გამოფენაზე წერილის მნიშვნელობა მარტივად გასაგებია, თუ როგორ შეიძლება მარცხიდან კულმინაციამდე ასვლა - სტაჟირებაზე უარის მიუხედავად, დემნა რამდენიმე წელში Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი ხდება, ქმნის ისეთ ნამუშევრებს, რომლებზეც მსოფლიო ლაპარაკობს, ამბობს სრულიად ახალ სიტყვას თანამედროვე მოდაში და ახალ სიცოცხლეს ანიჭებს კრისტობალ ბალენსიაგას დაფუძნებულ მოდის სახლს.BALENCIAGA-HERITAGE-DAYS-2024-IMAGE-4-Annik-Wetter-copy-2.jpeg496.62 KB101 ექსპონატს და გამორჩეულ ნამუშევრებს შორის ვხვდებით დემნას მიერ წლების განმავლობაში შექმნილ სამოსს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს 30 სხვადასხვა კოლექციიდან. გამოფენაზე წარმოდგენილია ელიზა დაგლასის გამოსახულებით შექმნილი სკულპტურა ნაცრისფერი სამოსით, რომლითაც მან დემნას სადებიუტო ჩვენება გახსნა. ექსპოზიციაზე ვხვდებით მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს, მათ შორის წითელ დიდი ზომის ქურთუკს, Chips Bag ჩანთას, ვერცხლისფერ მეტალის ჩექმებს 2017 წლის შემოდგომის კოლექციიდან, Speed Trainer და Triple S სპორტულ ფეხსაცმელებს, უამრავ კაბასა და ბოლო კოლექციის, „Exactitudes’’-ის ნიმუშებს, რომლებიც დემნამ ბრიტნი სპირსთან კოლაბორაციით შექმნა. გამოფენაზე წარმოდგენილ ორმოცდაათ ექსპონატს თან ახლავს აუდიოჩანაწერი, რომლითაც დემნა კონკრეტული ნამუშევრის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.
დაწერე კომენტარი