მილანის მოდის კვირეულის პირველ დღეს Palazzo Mezzanotte-ში დემნა გვასალიას სადებიუტო კოლექციის პატივსაცემად, Gucci-მ მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "The Tiger" წარადგინა, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი Spike Jonze და Halina Reijn არიან. ფილმი დემნას სადებიუტო კოლექციის, "La Famiglia"-ს გმირებს აცოცხლებს და მონაწილე მსახიობებმა ქართველი დიზაინერის შექმნილი სამოსი მოირგეს. 30-წუთიანი ფილმის - The Tiger-ის მთავარი სახეა დემი მური, მასთან ერთად ფილმში თამაშობენ: ედვარდ ნორტონი, ედ ჰარისი, ელიოტ პეიჯი, კეკე პალმერი, ალია შოუკატი, ჯულიანა ნიკოლსონი, ჰეზერ ლოულესი, რონი ჩინგი, კენდალ ჯენერი და ალექს კონსანი.
დაწერე კომენტარი