ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი დაიან კიტონი, რომელმაც თავისი უნიკალური სტილით და შესრულებით, კომიკური და დრამატული როლებით გაითქვა სახელი, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. კიტონის კარიერა თითქმის ხუთ ათწლეულს მოიცავს და წლების განმავლობაში მსახიობმა არაერთ ლეგენდარულ რეჟისორთან ითანამშრომლა, შექმნა პერსონაჟები, რომლებიც ყველასათვის დასამახსოვრებელია.
GettyImages-1195327747.jpg67.77 KBდაიან კიტონის სადებიუტო ფილმია 1970 წლის Lovers and Other Strangers, თუმცა მსახიობმა მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რომლითაც სახელი გაითქვა, ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში The Godfather-ში შეასრულა. კიტონი ტრილოგიის სამივე ნაწილში მონაწილეობს და მაიკლ კორლეონეს ცოლის როლს ასრულებს, რომელსაც ალ პაჩინო განასახიერებს.Diane Keaton & Woody Allen in Annie Hall, 1977#dianekeaton #woodyallen #anniehall #woodyallenmov.jpg188.87 KBკიტონის მრავალფეროვან კარიერაში ყველაზე ცნობილი ფილმია 1977 წლის ვუდი ალენის Annie Hall. კიტონმა სწორედ ამ როლისთვის მიიღო ოსკარი საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში. ფილმმა არა მხოლოდ კიტონის კარიერაზე, არამედ რომანტიკული კომედიის ჟანრზე და ზოგადად, კინოინდუსტრიაზეც დიდი გავლენა მოახდინა. ვუდი ალენმა ენი ჰოლის - ბუნებრივი და თავისუფალი ქალის პერსონაჟი სწორედ დაიან კიტონის სტილსა და ცხოვრებაზე დააფუძნა. გარდა ამისა, თავისუფლების გამომხატველი - ენი ჰოლის სტილი მოდის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც გახდა და არაერთი დიზაინერი შთააგონა. 7a512f1e-c9f9-4d71-a2b6-f93550046321.jpeg527.2 KBდაიან კიტონი ხშირად მოიხსენიება, როგორც ვუდი ალენის მუზა, მსახიობს მის არაერთ ფილმში მიუღია მონაწილეობა, მათ შორის არის - Play It Again, Sam, 1972 წლის ფილმი, რომელშიც კიტონმა და ალენმა პირველად ითანამშრომლეს. შემდეგ იყო ფილმები - Sleeper, Love and Death, Interiors და Manhattan. როგორც კიტონი აღნიშნავს, ვუდი ალენმა მას შესაძლებლობა მისცა მაქსიმალურად ბუნებრივად, თავისი იმპროვიზაციებითა და ნამდვილი ემოციებით ეთამაშა, რამაც მათ საერთო ფილმებზე დიდი გავლენა მოახდინა და ისინი დასამახსოვრებელ ნამუშევრებად აქცია.12cul-keaton-reds-promo-gvjz-videoSixteenByNineJumbo1600.jpg129.15 KBკიდევ ერთი გამორჩეული ფილმია უორენ ბიტის 1981 წლის ფილმი Reds. ეპიკური, ბიოგრაფიული დრამა სამ საათზე მეტხანს გრძელდება და მასში კიტონი დამოუკიდებელ, თავისუფალ და არაპროგნოზირებად ქალს, სახელად ლუიზ ბრაიანტს განასახიერებს. ფილმი ოსკარის 12 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მათ შორის - საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში კიტონის შესრულებული როლისთვის. 00-first-wives-club-anniversary.jpg231.17 KB90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი კომედიაა - The Wives Club, რომელიც 1996 წელს ხიუ უილსონმა გადაიღო. ფილმი სამი მეგობრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც 30 წლის შემდეგ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს და პირველი ცოლების კლუბს ქმნიან. The Wives Club-ის მთავარი გმირები დაიან კიტონთან ერთად მსახიობები ბეტ მიდლერი და გოლდი ჰოუნი არიან. keaton-nicholson-1.jpg645.45 KBდაიან კიტონმა ასევე დაგვამახსოვრა თავი 2003 წლის ფილმით Something's Gotta Give, რომელიც ნენსი მეიერსის რეჟისორობით არის გადაღებული და კიტონი მთავარ როლს ჯეკ ნიკოლსონთან ერთად ასრულებს. კიტონს ნენსი მეიერსთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, მათი პირველი საერთო ფილმია 1987 წლის Baby Boom, შემდეგ იყო 1991 წლის Father of the Bride და ამავე ფილმის მეორე ნაწილი, რომელიც ოთხი წლის შემდეგ გამოვიდა.
დაწერე კომენტარი