ფილმის მთავარი როლის - დენი ოუშენის შემსრულებლის, ჯორჯ კლუნის ოფიციალური განცხადებით, "Ocean's 14"-ს მალე კინოეკრანებზე გამოვა. ფილმის გადაღება 2026 წელს იგეგმება და კვლავ ვიხილავთ - ბრედ პიტს, მეტ დეიმონს, ჯულია რობერტს და დან ჩიდლს. 

ფილმი Ocean's-ის მეოთხე ნაწილი იქნება. სტივენ სოდერბერგის გადაღებული ტრილოგია - "Ocean's 11" 2001 წელს გამოვიდა და მალევე  მოიპოვა პოპულარობა. მას მოჰყვა 2004 წლის "Ocean's 12" და 2007 წლის "Ocean's 13". 2018 წელს ასევე ეკრანებზე ვიხილეთ "Ocean’s 8" - ქეით ბლანშეტის, ენ ჰეთევეის, სანდრა ბულოკის და რიანას შესრულებით.  ახალი ნაწილის შესახებ დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა როგორც სხვადასხვა გამოცემა წერს, ფილმის რეჟისორი შესაძლოა დევიდ ლეიტჩი იყოს.