Gucci დემნა გვასალიას სადებიუტო კოლექციის ლუქბუქს ავრცელებს - ქართველი დიზაინერის პირველი კოლექცია, სახელწოდებით „La Famiglia“, რაც იტალიურად „ოჯახს“ ნიშნავს, ქალისა და მამაკაცის 37 ლუქს აერთიანებს და იტალიური მოდის სახლში სრულიად ახალ ეპოქას იწყებს. ექსკლუზიური ლუქბუქი ფოტოგრაფმა კეტრინ ოპიმ გადაიღო და მასში ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიცაა წარმოდგენილი. დემნას სადებიუტო კოლექცია 25 სექტემბერს სპეციალურად შერჩეულ 10 მაღაზიაში გაიყიდება. 

ლუქბუქი წარმოდგენილია ჩარჩოში ჩასმული პორტრეტების სერიის სახით, რომელშიც თითოეული მოდელი იტალიურ არქეტიპს განასახიერებს. დემნა გვასალიამ თავისი უნიკალური ხელწერითა და დამახასიათებელი ხედვით, Gucci-ის მემკვიდრეობის გათვალისწინებით იმუშავა და უახლეს მოდელებთან ერთად, იტალიური ბრენდის საკულტო ნივთები და მოტივები ახალი ინტერპრეტაციით წარადგინა, მათ შორისაა Bamboo 1947 წლის ჩანთა, Horsebit ლოფერები, Flora-ს და GG მონოგრამის მოტივები, Guccio Gucci-ს ინიციალები... 



ფოტო: Gucci