ფლორენციაში მდებარე რენესანსის პერიოდის სასახლის, Palazzo Strozzi-ის ეზო ახლა სხვადასხვა ეპოქის შეხვედრის ადგილს წარმოადგენს, სადაც ხელოვანმა KAWS-მა ახალი მონუმენტური ინსტალაცია - ‘’The Message’’ წარადგინა. ნამუშევარი ქმნის დიალოგს თანამედროვე ხელოვნებასა და ისტორიულ მემკვიდრეობას შორის და აერთიანებს ორ, 6 მეტრზე მეტი სიმაღლის ხის ფიგურას. ისინი KAWS-ის შემოქმედებისთვის დამახასიათებელ X-ის ფორმის მქონე თვალების მულტიპლიკაციურ პერსონაჟებს - COMPANION-სა და BFF-ს წარმოადგენენ. ინსტალაცია ეხმიანება ფრა ბეატო ანჯელიკოს ყველაზე ცნობილ ნამუშევარს - The Annunciation-ს, რომელიც ამავე სივრცეში მიმდინარე გამოფენის მთავარი თემაა.

ინსტალაციის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ელემენტია მობილური ტელეფონი, როგორც სიმბოლური ობიექტი - ნიშანი იმ ეპოქისა, რომელშიც მუდმივი ციფრული ურთიერთობა თანამედროვე ცხოვრების თითქმის განუყოფელ ნაწილად იქცა. ინსტალაციის ჩვენება Fondazione Palazzo Strozzi-სა და Hillary Merkus Recordati Foundation-ის ორგანიზებით იმართება და დამთვალიერებლებს 2025 წლის 25 იანვრამდე უმასპინძლებს.

 

ფოტო: KAWS