menu close search
News ხელოვნება

Agape - ვაჟიკო ჩაჩხიანის გამოფენა White Space-ში

18 ნოემბერი, 2025

თეკლა ცომაია

ბეიჯინგში, Shunyi-ის დასახლებაში მდებარე გალერეა White Space-ში 8 ნოემბერს ვაჟიკო ჩაჩხიანის მეორე პერსონალური გამოფენა "Agape" გაიხსნა, რომელიც 2026 წლის 10 იანვრამდე გაგრძელდება. გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვანის ცნობილი  ინსტალაციის - "ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომებს შორის" ახალი ვერსია და სკულპტურების სერია. ჩაჩხიანის ინსტალაცია თავდაპირველად წარმოდგენილი იყო 2017 წელს ვენეციის 57-ე ბიენალეზე. ნამუშევარი ადამიანისა და ბუნების ურთიერთგავლენის, გარემო ძალების ზემოქმედების შესახებ მარადიულ კითხვას ეხმიანება და ხელოვნებას სოციალურ-ანთროპოლოგიურ ჭრილში განიხილავს.

IMG_7381 IMG_7382 IMG_7384 IMG_7385 IMG_7392 IMG_7396 IMG_7394

მასალების პოეტური ენის საშუალებით გამოფენა იკვლევს ცხოვრების, მეხსიერების და ტრავმის დიალექტიკას. სიტყვა „აგაპე“ ძველი ბერძნული წარმოშობისაა და უანგარო სიყვარულის უმაღლეს ფორმას აღნიშნავს. როგორც გამოფენის სათაური, ის აყალიბებს ნარატივს ინდივიდუალური და კოლექტიური ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. გამოფენის მთავარი ნაწილია ჩაჩხიანის წვიმის სახლი - დაუსახლებელი სივრცე, რომელიც სავსეა სიცოცხლის კვალით. სახლში უსასრულოდ წვიმს მკრთალი, თბილი შუქის ქვეშ, ბუნების ზემოქმედებით ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები დეფორმირდება, სახეს იცვლის ან საერთოდ ქრება, სახლის ექსტერიერი კი უცვლელი რჩება.


ფოტო: White Space


გამოქვეყნების თარიღი:

18 ნოემბერი, 2025

შეიძლება დაგაინტერესოს...

Shifting Stillness - ანდრო ერაძის სოლო გამოფენა Berkeley Art Museum-ში

ვაჟიკო ჩაჩხიანის ნამუშევარი Art Basel Hong Kong-ზე

Room for Many - თეა გვეტაძის გამოფენა Tartu Art House-ში

გალერეა Window Project სალომე მაჩაიძის გამოფენას - YESLORD-ს მასპინძლობს

ვაჟიკო ჩაჩხიანის ექსპერიმენტული ვიდეოგამოფენები ჩინეთში

თეა ჯორჯაძის გამოფენა სანტ-ეტიენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში

Empty Bar - ვაჟიკო ჩაჩხიანის ახალი ინსტალაცია UCCA Dune-ში

„უწონობისფერი“ - დავით მესხის ფოტოგამოფენა

გალერეა Artbeat კელნის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე თამო ჯუღელისა და ანნა კეს ნამუშევრებს წარადგენს

E.A. Shared Space-ში სოფი იუნგის გამოფენა გაიმართება

მაია ნავერიანის ახალი გამოფენა - New Wave Tourist

კოკა რამიშვილის გამოფენა “აეროდრომი”

დაწერე კომენტარი