ოკლენდში მდებარე მუზეუმი - Berkeley Art Museum and Pacific Film Archive 10 სექტემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით ანდრო ერაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს, სახელწოდებით ‘’Shifting Stillness’’, რომლის კურატორი მარგო ნორტონია. გამოფენა აერთიანებს სამ ნამუშევარს და წარმოადგენს ხელოვანის სიურრეალისტური ფილმების ტრილოგიას, მათ შორის არის 2020 წლის ფილმი ‘’All Hands Bury the Dead’’, 2022 წლის ‘’Raised in the Dust’’ და 2024 წლის ‘’Flowering and Fading’’. ერაძის ფილმები შლის ზღვარს ნამდვილსა და გამოგონილს, ცოცხალსა და უსულოს, შინაურსა და ველურს შორის და ავლენს ურთიერთკავშირს ამ ყველაფერს შორის. 

4c68cf6a-5359-487f-a12e-f07b6e0b21d6.jpeg 237.82 KB
კინემატოგრაფიის, დახვეწილი კადრების, გამოსახულებებისა და ხმის მონტაჟის კომბინაცია ერთგვარ ‘’პოეტურ პორტალს’’ ქმნის მაყურებლისთვის. ანდრო ერაძის შემოქმედებაში, რომელიც ძირითადად ინსტალაციებს, ვიდეოსა და ფოტოგრაფიას მოიცავს, ხშირად ვხვდებით ორიგინალურ, ტრანსცენდენტურ მუსიკას, ცხოველების, მცენარეებისა და სხვადასხვა სუბიექტების ხმებს, რომლებიც ხშირად დაძაბულნი არიან ადამიანთა ქმედებებიდან გამომდინარე.