Max Mara-ს ახალი სეზონი თანამედროვე ქალს ეძღვნება. კოლექციაში სახელწოდებით - Untamed Heroine ვხვდებით დახვეწილ ფორმებს, კომფორტულ სილუეტებს და დეტალებს, რომლებიც ყოველდღიურ სტილს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.
Untamed Heroine-ში წარმოდგენილია ტვიდის ქსოვილები, მკაფიო სილუეტები, ტყავის მცირე აქცენტები და განსაკუთრებული ხავერდის მოდელები. ფერები იდეალურად ერწყმის შემოდგომის სეზონს — ბუნებრივი, თბილი და დახვეწილი ტონები, რომლებიც განსაკუთრებით უხდება ერთმანეთს.
სტუმრებმა დაათვალიერეს კოლექცია და გაეცნენ მის ისტორიას. სივრცე გარდაიქმნა გარემოდ, სადაც ფერთა პალიტრა და ტექსტურები ერთიანად ქმნიდნენ Untamed Heroine-ის სამყაროს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კოლექციის ყველა მნიშვნელოვანი ნიმუში.
სტუმრებმა დააგემოვნეს სპეციალურად საღამოსთვის შექმნილი კოქტეილები და დაესწრნენ კოლაჟ-არტისტის ცოცხალ პროცესს — ხელოვნება, რომელიც კოლექციის იდეიდან დაიბადა, პირდაპირ მათ თვალწინ იქმნებოდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოდის სფეროს წარმოამდგენლები, ჟურნალისტები და Max Mara-ს ერთგული სტუმრები — ატმოსფერო კი იყო მსუბუქი, სავსე საუბრის თემებით სტილზე, სამოსისგან მიღებულ შეგრძნებებზე და იმ პატარა დეტალებზე, რომლებიც ყოველდღიურ სტილს განსაკუთრებულს ხდის.

წამოიწყეთ თქვენი მოგზაურობა Untamed Heroine-ის სამყაროში — აღმოაჩინეთ ფორმები, რომლებიც მოგყვებათ ყოველდღიურობაში და ემოციები, რომლებიც თქვენს სტილს განსაკუთრებულ ხასიათს შესძენს.






დაწერე კომენტარი