დღეიდან 7 დეკემბრის ჩათვლით თიბისი კონცეპტისა და კინოხელოვნების ცენტრის,  “პრომეთეს” ორგანიზებით თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება, რომელსაც კინოთეატრი “ამირანი” უმასპინძლებს. წლევანდელ კინოფესტივალზე  ორმოცამდე უცხოურ და ოცდაათამდე ახალ ქართულ ფილმს ვნახავთ. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი მიზანია, მაყურებელს გააცნოს მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფიის ახალი, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ნამუშევრები, მსოფლიო კინოს ახალი ტენდენციები და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.

494483306_4168993113425908_6746544959343408583_n.jpg 531.16 KB
ფილმები გადანაწილებულია ტრადიციულ სექციებში: ევროპული ფორუმი, დამზადებულია გერმანიაში, ფრანგული კოლექცია, ახალი იტალიური კინო და ქართული პანორამა. ქართული პანორამის ჟიური წლის საუკეთესო ქართულ ფილმს ოთხ კატეგორიაში გამოავლენს, ესენია: სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. ევროკავშირის ეგიდით გაიცემა პრიზი “ადამიანის უფლებების საუკეთესო ასახვისთვის ქართულ კინოში” როგორც მხატვრულ, ისე დოკუმენტურ კატეგორიებში.
post1.jpg 24.06 KB
თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში არაერთ ახალ და საინტერესო ფილმს ვნახავთ. აღსანიშნავია წლევანდელ კინოფესტივალზე “ახალი იტალიური ფილმების ფესტივალის” სტუმრობა სპეციალური პროგრამით, რომელიც წლის ექვს გამორჩეულ კინოსურათს აერთიანებს. კინოფესტივალს გახსნის პიეტრო მარჩელოს ფილმი ‘’დუზე’’. ფესტივალში მონაწილეობს შვეიცარიელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ნიკოლა ვადიმოვი, რომელიც მაყურებელს თავის ტრილოგიას, ღაზაში გადაღებულ სამ დოკუმენტურ ფილმს წარუდგენს.