Doug Ordway ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელმაც Versace-ს 1990-იანი და 2000-იანი წლების ეპოქის არაერთი დასამახსოვრებელი კამპანია გადაიღო და შექმნა კადრები, რომლებიც დღემდე პოპულარულია. Ordway-ის ფოტოები Versace-ს არქივში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

Doug Ordway-ის შემოქმედება მოდისა და მოგზაურობისადმი ინტერესს ეფუძნება. ფოტოგრაფი 1989 წელს სწავლის დასრულების შემდეგ გადავიდა მილანში საცხოვრებლად, რათა ბოლომდე მიჰყოლოდა  თავის მთავარ ინტერესს და კარიერა გაეგრძელებინა, როგორც მოდის ფოტოგრაფს. სწორედ ამ პერიოდში შეუერთდა Versace-ს ოჯახს და დაიწყო გრძელვადიანი თანამშრომლობა დონატელა ვერსაჩესთან.

Ordway-ს თავდაპირველი პროექტები Versace-სთვის პრესისა და კატალოგის გადაღებებს მოიცავდა, მოგვიანებით კი გადაიღო Versace Uomo-ს მთავარი კამპანია, იმ დროისათვის ახალი Versus ხაზის წარდგენა და კადრები კულისებს მიღმა. მისი შემოქმედების დასამახსოვრებელი ფოტოები ასევე გამოიცა წიგნად, სახელწოდებით "South Beach Stories", რომელიც Versace-ს მაიამის სერიებს აერთიანებს.


ფოტო: Doug Ordway / Versace