მაღალმთიან აჭარაში, კურორტ გოდერძიზე მდებარე სასტუმრო - “ამბასადორი გოდერძი“ წლის ნებისმიერ სეზონზე დაუვიწყარ დასვენებასა და განსაკუთრებულ თავგადასავლებს სთავაზობს სტუმრებს. სულ ახლახან სასტუმრომ „ამბასადორი გოდერძის“ ახალი შენობა წარადგინა, რომელიც თანამედროვე დიზაინის, ევროპული სტანდარტების 89 ნომერს, სპას, აუზს, რესტორანს, ბარს, სატრენაჟორო დარბაზს, საკონფერენციო ოთახსა და ბავშვთა გასართობ სივრცეს აერთიანებს. უნიკალური ბუნებითა და მრავალფეროვანი ლანდშაფტით გარშემორტყმული “ამბასადორი გოდერძი“ წლის ნებისმიერ დროს უმაღლესი ხარისხის მომსახურებით მასპინძლობს სტუმრებს.
გოდერძი - უნიკალური სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც მაღალმთიან აჭარაში, სამცხე-ჯავახეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 2025-2330 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
''ამბასადორი გოდერძი'', რომელიც ამბასადორი ჯგუფის მესამე სასტუმროა საქართველოში, 2021 წელს გაიხსნა და მას შემდეგ მუდმივად ვითარდება. სასტუმროს ოთახებიდან ზღაპრული ხედები იშლება თოვლით დაფარულ მთებსა და სასრიალო ტრასებზე. სასტუმრო კურორტის შუაგულში, საბაგიროს წინ, დაახლოებით 70 მეტრში მდებარეობს. სწორედ ეს მდებარეობა და ‘Ski In & Ski Out” შესაძლებლობა განსაკუთრებულად კომფორტულს ხდის სასტუმროს სრიალის მოყვარულთათვის.
სასტუმროს ახალ შენობაში, სრიალისა თუ სხვადასხვა აქტივობის შემდეგ განსატვირთად, გაიხსნა უნიკალური სპა ცენტრი, რომელიც ველნესის სფეროში უახლესი მიღწევებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით საუკეთესო სარელაქსაციო გამოცდილებას შესთავაზებს სტუმრებს. ეს სპა ზაფხულის სეზონზე კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის კურორტს ტურისტებისთვის, რაც თავის მხრივ დიდ წვლილს შეიტანს გოდერძის, როგორც 4 სეზონის კურორტის პოპულარიზაციაში.
აქვე, სასტუმროს პატარა სტუმრბისთვის გაიხსნა ბავშვთა გასართობი ცენტრი, ახალი თანამედროვე აპარატებითა და სათამაშო მოწყობილობებით.
ტყით დაფარული მთები და სუფთა ჰაერი მთელი წლის განმავლობაში იდეალურ გარემოს ქმნის დასასვენებლად, ამასთანავე, შავ ზღვასთან სიახლოვის გამო ეს ადგილი უხვთოვლიანობით გამოირჩევა, რაც კურორტს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის და სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს. კურორტის მდებარეობიდან და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აქ ყველაზე გრძელი ზამთარი იცის და სასრიალო სეზონი აპრილის ბოლომდე გრძელდება. კურორტი შედარებით ახალია თუმცა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს უცხოელ ტურისტებს შორის, განსაკუთრებით კი გაუკვალავში სრიალის მოყვარულებში, რადგან აქ თოვლის სტრუქტურა იდეალურ პირობებს ქმნის ფრირაიდის, ქეთსქიინგისა და ჰელისკისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ გოდერძი სამთო-სათხილამურო კურორტის სახელითაა ცნობილი, ეს ადგილი ნამდვილი აღმოჩენაა ექსტრიმის მოყვარულთათვის ზაფხულშიც, რადგან გარემო პირობები საუკეთესო მოცემულობას ქმნის სამთო ველოსპორტისთვისაც. გარდა ამისა, ზაფხულში პოპულარული აქტივობებია ლაშქრობა ალპურ ზონებში, ცხენებით გასეირნება, ბეშუმისა და ალპური ბაღის მონახულება და რა თქმა უნდა, ულამაზესი მწვანე ტბა, რომელიც საქართველოში აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში უნდა მოახვედროთ.












დაწერე კომენტარი