მატილდა გვარლიანი Dolce & Gabbana-ს ახალი სახეა. იტალიურმა მოდის სახლმა 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის სარეკლამო კამპანია გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი მოდელი ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა სტივენ მეიზელმა აღბეჭდა. მატილდა გვარლიანს Dolce & Gabbana-სთან უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს - მან 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება დახურა. ამის შემდეგ ქართველი მოდელი კიდევ უფრო ხშირად გამოჩნდება Dolce & Gabbana-ს კამპანიებში.
Dolce & Gabbana-მ ახალი კოლექციისადმი მიძღვნილ ფოტოებთან ერთად სარეკლამო ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა. ფოტოებში კარგად ჩანს სტივენ მეიზელისთვის დამახასიათებელი სტილი და ესთეტიკა, რომლითაც ფოტოგრაფმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი და უამრავი მოდის სახლის საყვარელ ფოტოგრაფად იქცა. კამპანიის გადასაღებად მატილდა გვარლიანის მაკიაჟზე ცნობილმა ვიზაჟისტმა პატ მაკგრათმა იზრუნა, ხოლო თმის ვარცხნილობაზე სტილისტმა - Guido Palau-მ.
ფოტო: Look Models Management



დაწერე კომენტარი